ბრაზილიელი მოდელი, რომელთანაც რონალდუმ ირინა შეიკს უღალატა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ბრაზილიელი მოდელი, რომელთანაც რონალდუმ ირინა შეიკს უღალატა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

27 წლის ბრაზილიელი მოდელი, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი საყვარელი და "მის დუნდულები 2012" ანდრესა ურაკი, მორიგი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

ურაკმა პლასტიკურ ქირურგებს უკანალის გადიდების თხოვნით მიმართა, რომლებმაც მას სპეციალური ჰიდროგელის ორმაგი დოზა შეუყვანეს. თუმცა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ანდრესას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. საბოლოო ჯამში, მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც მოდელი საავადმყოფოში დააწვინეს. ამჟამად, ურაკი პორტო ალეგრეის საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მოგვიანებით, ექიმებმა განაცხადეს, რომ მოდელს ტოქსიკური ოდენობის ჰიდროგელის დოზა აღმოუჩინეს, რომლითაც ბოლო წლებში, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკვე 2 ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ანდრესა ცნობილი საკუთარი აღიარების შემდეგ გახდა, როდესაც პრესასთან განაცხადა, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მასთან ღამე გაატარა და საკუთარ საცოლეს, ირინა შეიკს უღალატა.

მიუხედავად მოდელის აღიარებებისა, ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო ღალატთან დაკავშირებული ხმები და ანდრესას მისგან თავის შორს დაჭერა ურჩია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს