ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებიც კაცობრიობას ელის, თუკი გარემოს დაბინძურება არ შეწყდება

ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებიც კაცობრიობას ელის, თუკი გარემოს დაბინძურება არ შეწყდება

მეცნიერთა აზრით, გლობალური დათბობის გავლენა ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ ათეულობით წლის შემდეგ გახდება შესამჩნევი. თუმცა, როგორც ვაშინგტონელი მკვლევარები ამტკიცებენ, ე.წ. "სათბურის ეფექტის" შედეგები თვალსაჩინო უკვე 10 წლის შემდეგ იქნება. კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის სპეციალისტებმა გამოთვალეს დრო, რომელიც უნდა გავიდეს ნახშირორჟანგის ატმოსფეროში ემისიის შემდეგ, რათა ეს დედამიწის ტემპერატურაზე აისახოს.

შედეგად, მათი განცხადებით, თუკი ამჟამინდელი თაობა არ შეამცირებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფას, მათ ისეთი ექსტრემალური ბუნებრივი კატაკლიზმების ატანა მოუწევს, როგორიცაა: წყალდიდობები, სიმშრალე და ჰაერის მაღალი ტემპერატურა. თუმცა, კლიმატის ცვლილების უფრო სერიუზული შედეგები, მაგალითად, მსოფლიო ოკეანის დონის ზრდა, ყინულების კატასტროფული დნობა მხოლოდ ასეულობით ან ათასეულობით წლის შემდეგ დაიწყება, ამტკიცებს კვლევის ავტორი კატარინა რიკე.

მეცნიერები ასეთ ხანგრძლივ დაგვიანებას იმით ხსნიან, რომ ოკეანის ზედა შრეებს გაცხელებისთვის გაცილებით დიდი დრო ესაჭიროებათ, ვიდრე ატმოსფეროს. სწორედ ამიტომ, ამ დროში CO2-ს ოკეანე შთანთქავს და იგი ატმოსფეროდან ქრება. ეს ორი პროცესი ერთმანეთის კომპენსირებას დაახლოებით ათი წლის განმავლობაში მოახდენს. ვადის ამოწურვის შემდეგ, კლიმატის რეაქცია დედამიწის მაცხოვრებლებისთვის გაცილებით უფრო შესამჩნევი გახდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს