9 დღე უდედოდ - ფსიქიატრების საშინელი დღიური და ცოცხალი ექსპერიმენტი

9 დღე უდედოდ - ფსიქიატრების საშინელი დღიური და ცოცხალი ექსპერიმენტი

ცნობილმა ფსიქოანალიტიკოსებმა ჯეიმს და ჯოის რობერტსონებმა ცოცხალ და რეალურ მაგალითზე მთელ მსოფლიოს უჩვენეს, რა საშინელებაა უდედოდ დარჩენილი ბავშვის ყოფა. მათ ბავშვთა სახლში ჩაბარებული ბავშვის დედასთან განშორების განცდები ვიდეოკამერაზე დააფიქსირეს. რობერტსონები პირველივე დღიდან პატარა ჯონის სულიერ მდგომარეობას კამერით იღებდნენ. 18 თვის ჯონის ისტორია, რომელიც მშობლებმა ბავშვთა სახლში მიაბარეს, მალე მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჯონის ვიდეოდღიურით რობერტსონებმა დოკუმენტური ფილმი შექმნეს და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. შეუძლებელია, ფსიქოანალიტიკოსების ამ დაკვირვების დღიურმა გულგრილი დაგტოვოთ. ეს ბავშვური ტრაგედიაა, რომელიც ძალიან ჩუმად და შეუმჩნევლად ყველას თვალწინ 9 დღის განმავლობაში ვითარდება. როგორ შეიცვალა ბავშვი ამ 9 დღეში? სწორედ ეს არის წარმოდგენილი დოკუმენტურ ფილმში, რომლის აღწერასაც აქ გთავაზობთ.

ჯონის შესანიშნავი დედა ჰყავდა. ძლიან უყვარდა შვილი და თბილი ურთიერთობაც ჰქონდათ. ჯონის ერთი დღეც არ გაუტარებია დედის გარეშე, მაგრამ მალე დედას მეორე შვილი უნდა გასჩენოდა. მშობლებმა, სანამ დედა სამშობიაროში იქნებოდა, გადაწყვიტეს ბიჭუნა რამდენიმე დღით ბავშვთა სახლში მიებარებინათ. მართლაც, როცა დედას ტკივილები დაეწყო, მშობლებმა ბავშვი ღამით ბავშვთა სახლში მიიყვანეს. მათი წასვლისას ჯონი მწარედ ატირდა, მაგრამ მალე მალევე ჩაეძინა.

მას ამ სახლში 9 დღის გატარება მოუწევს. ამ დღეების განმავლობაში ჯონ რობერტსონი მას ვიდეოკამერით აკვირდება და აფიქსირებს, რა ემართება უდედ-მამამოდ დარჩენილ ბავშვს.

პირველი დღე

დილით ჯონმა უცხო ბავშვების გარემოცვაში გაიღვიძა. ამ ბავშვებისთვის ეს უკვე ჩვეული გარემოა, იციან თავის დაცვაც და ისიც, თუ როგორ მიაღწიონ თავისას. ბავშვებს სულ სხავადსხვა მედდა უვლის, პატარები გამუდმებულ ხმაურში ყოფნას მიჩვეულები არიან. იქაურობა ჯონის სახლს არაფრით არ ჰგავს. ბიჭუნა სათამაშოებით თამაშობს, თუმცა ბავშვებს არ ეკონტაქტება. ყველაზე მეტად მედდა მერი მოსწონს და სულ მის გვერდით ყოფნა უნდა. დათუნიაც კი მიუტანა, რომ მისთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ მერის სახვა ბავშვებიც ჰყავს მოსავლელი.

ბიჭუნა გამუდმებით კარისკენ მიდის, აკაკუნებს, ხელს იქნევს დამშვიდობების ნიშნად. სადილი ჭამა, თუმცა მაგიდასთან გამუდმებული ხმაურისა და არეულობის გამო რამდენჯერმე თვალები დახუჭა და ყურებზე ხელები აიფარა.

მედდა მერი წავიდა, ჯონს გული დაწყდა, სამაგიეროდ მამა მოვიდა. ბიჭმა მას მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გაუღიმა. მამის წასვლა არ გაუპროტესტებია, მშვიდად დაუბრუნდა თავის საქმეებს.

ცოტა ხანში ვიღაც პატარა გოგო მივიდა და სათამაშო წაართვა. ჯონს აგრესიულ ბავშვებთან საქმე არასოდეს ჰქონია და დაბნეულია, არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, რომ სათამაშო დაიბრუნოს. ისევ კართან მიდის და ხელისგულით აკაკუნებს. ამჯერად მას მედდა კრისტენი ამშვიდებს, ეთამაშება, თუმცა ღამით უკვე სულ სხვა მედდა აბანავებს. ეს უკვე მეოთხე მედდაა დღეს. დღის განმავლობაში ბიჭუნას სტრესის ნიშნები არ გამოუვლენია. კარგად ეწყობა ძიძებს, დამალობანას ეთამაშება და იძინებს.

მეორე დღე

ჯონი ან მარტოა, ან მედდის გვერდით ზის. ელოდება, როდის მოიცლის მასთან სათამაშოდ. ძიძები კი მეტ დროს უფრო მომთხოვნ ბავშვებს უთმობენ. წყნარი ბავშვები საკუთარი თავის ანაბარად რჩებიან. ჯონს მედდა მერის ყურადღება უნდა, მაგრამ მას ვერა და ვერ ამჩნევენ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს