გიგი უგულავას ქალიშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა

გიგი უგულავას ქალიშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა

სატელევიზიო შოუ "ჩემი ცოლის დაქალებში" გიგი უგულავას ქალიშვილი, ტასო უგულავა გამოჩნდა. გოგონამ მცირე, ეპიზოდური როლი შეასრულა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბევრი კომპლიმენტი დაემსახურებინა.

მათ შორის, ვინც მოხარულია ტასოს სერიალში გამოჩენით, ნანუკა ჟორჟოლიანიც არის. ტელეწამყვანმა ტასოს მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

უცნობია, გამოჩნდება თუ არა ტასო უგულავა "ჩემი ცოლის დაქალების" მომდევნო ეპიზოდებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გოგონა სერიალის ერთ-ერთ პატარა გმირს მოსწონს, შესაძლოა, ის მაყურებელმა მომავალშიც იხილოს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს