გლამურული სიბერე - გემოვნება, რომელიც არ ბერდება

გლამურული სიბერე - გემოვნება, რომელიც არ ბერდება

ფოტოგრაფი არი სეტ კოენი გემოვნებიან მოხუც ქალბატონებს იღებს. თავის მოდელებს ის ქუჩაში ეძებს. ყველაზე ახალგაზრდა 59 წლისაა, უფროსი - 102-ის. მათ იციან, რომ ნამდვილ სილამაზეს დრო ვერაფერს აკლებს. ხოლო სტილი და გემოვნება წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო იხვეწება.

კოენის მოდელები ასაკსა და ჭაღარას არ მალავენ, პლასტიკურ ოპერაციებზე ფულს არ ხარჯავენ. ისინი ცხოვრების გზაზე თავაწეულები მიაბიჯებენ და არც უკვირთ, რომ ახალგაზრდა უცნობი ფოტოგრაფი ფოტოს გადაღებას სთხოვს. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ქუჩაში ყველა მათ აყოლებს თვალს.

კოენის მოდელებიდან რამდენიმე "ვოგის" ფოტოსესიისთვისაც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს