ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან

ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან

უახლოეს მომავალში ლომების, სპილოების, ბეჰემოტებისა და ცხოველთა სამყაროს კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის ნახვა მხოლოდ დისნეის მულტფილმებსა და ზოოპარკებში იქნება შესაძლებელი. ველური ბუნების ფონდის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან, გარეული ცხოველების პოპულაცია 52%-ით შემცირდა. ანგარიში Global Footprint Network-ისა და ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. აღსანიშნავია, რომ დროის იგივე მონაკვეთში, ადამიანთა რაოდენობა 3,7 მილიარდიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა.

ცხოველთა რიცხვის შემცირების ყველაზე მკვეთრი ტენდენცია ტროპიკებშია შესამჩნევი. მაგალითისთვის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გარეული ცხოველების რაოდენობა 83%-ით არის შემცირებული. წარმოგიდგენთ ცხოველებს, რომლებიც გადაშენების პირას დგანან.

აფრიკული ლომი - განის ნაციონალურ პარკში, ბოლო 40 წლის განმავლობაში ლომების რაოდენობა 90%-ით შემცირდა. ითვლება, რომ მიზეზი ე.წ. ხალხის შურისძიებაა, ადამიანსა და ცხოველებს შორის არსებული კონფლიქტის გამო.

ტყის სპილო - არსებული რაოდენობა 600 000

2002 წლიდან 2011 წლამდე, ტყის სპილოების რაოდენობამ 60%-ით იკლო. ძირითადი მიზეზი ბრაკონიერების საქმიანობაა, რომლებიც სპილოს ძვლის მოპოვებით არიან დაკავებულები.

ბენგალური ვეფხვი - არსებული რაოდენობა 3200

ბოლო 100 წლის განმავლობაში ბენგალური ვეფხვების პოპულაცია თითქმის, მთლიანად განადგურდა. 1910 წელს მათი რაოდენობა 100 000 იყო, მაშინ როცა 2010 წელს მათი რაოდენობა უკვე 3200 სულს ითვლიდა. რაოდენობის მკვეთრი შემცირება ბრაკონიერებმა გამოიწვიეს, ასევე ცხოველის სასიცოცხლო გარემოს განადგურებამ.

დელფინები - შავ ზღვასა და პერუს სანაპიროებთან დელფინებზე ნადირობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში ახლა მათ მიზანმიმართულად არ კლავენ, ისინი ბადეებში იხლართებიან და გემების ძრავებში კვდებიან. 1960-იან წლებში მათი პოპულაცია კვეთრად შემცირდა ხმელთაშუა ზღვაში, მიზეზი ამ დრომდე უცნობია. იონის ზღვაში მათი რაოდენომა 1996-2007 წლებში 150-დან 15-მდე დაეცა.

მარტორქები - მარტორქების პოპულაცია საშუალოდ 63%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი საფრთხე ამ ცხოველებისთვის მათ რქაზე არსებული მოთხოვნაა.

ზღვის კუები - ყველაზე დიდი ზღვის კუები გაქრობის პირას არიან ატლანტის და წყნარი ოკეანის წყლებში. ლას-ბაულასის ნაციონალურ პარკში მათმა რაოდენობამ 1989 წლიდან 2002 წლამდე 95%-ით იკლო. მათი სიკვდილის მიზეზი კომერციული თევზჭერა და სანაპირო ზოლში არსებული მშენებლობებია.

სელაპები - გარდა ბუნებრივი ეპიდემიებისა და ვირუსებისა, სელაპების სიკვდილის ძირითად მიზეზს ფერმერები და მეთევზეები წარმოადგენენ. მაგალითად, 2001-2006 წლებში სელაპების რაოდენობა 40%-ით შემცირდა.

ბეჰემოტები - 2006 წლის მონაცემებით, ამ ცხოველების რაოდენობა აფრიკაში 125-150 ათასს შეადგენდა. ძირითად საფრთხეს მათთვის ნადირობა წარმოადგენს. კონგოს ნაციონალურ პარკში ნადირობის გამო, მათმა რაოდენობამ 29000-დან 1515-მდე დაიკლო.

ალბატროსები - მათი რაოდენობის შემცირება ძირითადად თევზსაჭერ ბადეებში გახლართვასთანაა დაკავშირებული. ატლანტის ოკეანეში არსებულ კუნძულ ბერდზე მათი რაოდენობა 1972 წლიდან 2010 წლამდე 50%-ით შემცირდა.

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?