ამერიკულმა მთებმა 4 წლის ბავშვს ინსულტი დამართა

ამერიკულმა მთებმა 4 წლის ბავშვს ინსულტი დამართა

4 წლის ბიჭუნას ატრაქციონების პარკში ამერიკულ მთებზე "გასეირნების" შემდეგ ინსულტი განუვითარდა. ამის შესახებ ვრცელი წერილი სამედიცინო ჟურნალში Pediatric Neurology-ში გამოქვეყნდა. სიჩქარის უცაბედი მომატება, დამუხრუჭება და სწრაფად ტრიალი ბიჭუნას ორგანიზმში საძილე არტერიის გახეთქვის მიზეზი გახდა.

არტერიაში გაჩენილმა ნაპრალმა თრომბი ჩამოაყალიბა. ამერიკულ მთებზე ქროლვისას ინსულტი ძირითადად, ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ, თუმცა 2 შემთხვევა ბავშვებსაც უკავშირდებათ - 13 წლის გოგონას და 14 წლის ბიჭს. 4 წლის ბიჭი კი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ინსულტი მოსვლია.

ამ შემთხვევამდე ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო. მშობლებთან ერთად პარკში ამერიკული მთების 2 ატრაქციონი მოინახულა. პირველი ატრაქციონი 200 მეტრი სიმაღლის და 10-მეტრიანი სიგრძის იყო. სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი კი 40 კმ/სთ. მეორე ატრაქციონის სიმაღლე თითქმის 18 მეტრს აღწევს, ვაგონების სიჩქარე კი - 60 კმ/სთ-ს.

მეორე ატრაქციონიდან რომ ჩამოვიდა, ბავშვს ჯერ გული აერია, სახლში მისულმა კი ვეღარ გაიარა, სახის მარცხენა მხარეც პარალიზებული ჰქონდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ინსულტი გადაიტანა.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს