გოზინაყის რეცეპტი - "მეზობელმა, ნინო ბებიამ მასწავლა მისი მომზადების საიდუმლო"

გოზინაყის რეცეპტი - "მეზობელმა, ნინო ბებიამ მასწავლა მისი მომზადების საიდუმლო"

გოზინაყის ტრადიციული რეცეპტი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ როგორც ყველა კერძის შემთხვევაში, ზოგიერთი დიასახლისის ნახელავი განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ხოლმე. ამჯერად სწორედ ასეთი დიასახლისი გიზიარებთ თავის გამოცდილებას, რომელსაც თავის დროზე თურმე ერთმა ბებომ გაანდო მისი მომზადების საიდუმლო.

ნინო დარბაისელი გოზინაყის დამზადების მისეულ მეთოდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მის რეცეპტს უცვლელი სახით გთავაზობთ.

"ოცდათხუთმეტი წელი იქნება, რაც მთელ სანათესაოს მე ვუმზადებ გოზინაყს. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩვენმა მეზობელმა, ნინო ბებიამ, გვარად შუბითიძემ მისი მომზადების საიდუმლო მასწავლა. ახალი წლისთვის მზადებისას მუდამ თვალწინ მიდგას ეს ტკბილი ადამიანი. დღესაც ასეა.

ნათელი დაადგეს!

ერთ კილო დაქნილ ნიგოზზე მაწვნის ქილას რომ ერთი თითის დადება აკლდეს თაფლი და 5-7 ნატეხი შაქარი.

გაიმზადეთ ხის დაფა, საბრტყელებელი ჯოხი და სამუშაო მაგიდა შემდეგნაირად: ფიცარსა და საბრტყელებელ ჯოხზე გადაუსვით ხელისგულზე დასხმული მცენარეული ზეთი თანაბრად, მერე პატარა წყლის ჯამი დაიდგით ახლოს და იმ ჯამიდან ასევე პეშვით ამოღებული ცოტა წყალი გადაუსვით ფიცარსაც და ჯოხსაც.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს