პრინცი ჯორჯის ახალი "სამეფო" ფოტოსურათები

პრინცი ჯორჯის ახალი "სამეფო" ფოტოსურათები

პრინცმა უილიამმა და ქემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინმა საკუთარი წლინახევრის შვილის, პრინცი ჯორჯის სურათები გამოაქვეყნეს. ფოტოსურათებში პატარა "მონარქი" ჯარისკაცებიანი ტანისამოსით პოზირებს.

როგორც ცნობილია, ფოტოსესია ქენსინგტონის სასახლის კიბეებზე გაიმართა. ახალი ფოტოები, პრინცის პირველ ოფიციალურ სურათებად მიიჩნევა, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ დაბადების შემდეგ გადაღებულ ფოტოსურათებს. ფოტოსესიის ავტორი, ახალგაზრდა სამეფო წყვილის მომსახურე პერსონალის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ადრე ფოტოგრაფად მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ქეითსა და უილიამს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ ოფიციალური საშობაო სურათები. წყვილის თქმით, პატარა პრინცის ახალი სურათები ერთგვარი მადლიერების ნიშანია ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პატარა უფლისწულის პირად ცხოვრებაში არ ერევიან და მას პირადი ცხოვრების უფლებას უტოვებენ. შეგახსენებთ, რომ წყვილი მეორე ბავშვს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლის აპრილში გაჩნდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს