16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი პარტნიორები და მფარველები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. გარშემო მყოფებთან ყველა კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. საღამო ოჯახურ საქმიანობას დაუთმეთ.

კურო

მოსალოდნელია შეხვედრა ან ძველ მეგობრებთან, ან ყოფილ შეყვარებულთან. ეცადეთ, არ გაირთულოთ ურთიერთობა ახლანდელ პარტნიორთან. ცხოვრების წესად გაიხადეთ – სწორი კვება და ვარჯიში.

ტყუპი

კარგი დღეა დასახული მიზნების განსახორციელებლად. მართალია, შრომა მოგიწევთ, მაგრამ დღის ბოლოს შედეგით კმაყოფილი დარჩებით. აგრეთვე, გაწეული სამუშაოსთვის ჯილდოსაც მიიღებთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ურთიერთობას თქვენთვის უსიამოვნო, მუდმივად ცუდ ხასიათზე მყოფ ადამიანებთან. საქმეები კონფლიქტის გარეშე მოაგვარეთ. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი.

ლომი

მოსალოდნელია ახალ ნაცნობობა, რაც მომავალში ან სასიყვარულო ურთიერთობაში ან ბიზნესსაქმიანობაში გადაიზრდება. საქმეების მიუხედავად მეტი დრო უნდა დაუთმოთ შვილებს, საოჯახო საქმეებს.

ქალწული

აქტიური ხართ და წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში მიაღწევთ. დღე აღსავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით. ზოგს დაუგეგმავი მგზავრობა ელის.

სასწორი

საკუთარ პრობლემებს სხვებს ნუ მოაგვარებინებთ. ასე გარშემო მყოფებთან ურთიერთობას გაიფუჭებთ. დღის მეორე ნახევარი ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოანდომეთ.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს