ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

ბრიუს ლი

ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება საბრძოლო ხელოვნებას და საკუთარი სხეულის სრულყოფას მიუძღვნა, ტკივილგამაყუჩებელი წამლისგან გარდაიცვალა? 32 წლის ბრიუს ლის სიკვდილი, დღემდე გამოცანად რჩება.

1973 წლის 20 ივლისს ყველა გაზეთის მთავარი გვერდი ბრიუს ლის სიკვდილის შესახებ იუწყებოდა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ბრიუს ლი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ბუნებრივია, რომ სიკვდილიდან რამდენიმე დღეში, აგორდა ხმები იმის შესახებ, რომ მსახიობი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ბრიუსი საავადმყოფოში მისმა საყვარელმა ბეტი ტინგ პეიმ მიიყვანა, რომლის სახლშიც მან გონება დაკარგა. შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ბრიუს ლი ნარკოტიკებს იღებდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, საუბრობდნენ იმაზეც, რომ მსახიობი ჩინური მაფიოზური ორგანიზაცია ”ტრადიას” მსხვერპლი გახდა.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ლი ქილერმა განსაკუთრებული დარტყმით მოკლა, რომლისგანაც ადამიანი რამდენიმე თვეში კვდება. თაყვანისმცემლების აზრით, ბრიუს ლი სულაც არ მომკვდარა და სიკვდილის გათამაშება, მტრებისგან დამალვის მიზნით იყო განპირობებული.

ჰიტ ლეჯერი

ვინ იფიქრებდა, რომ პუბლიკის ფავორიტი მსახიობი ჰიტ ლეჯერი დეპრესიისგან იტანჯებოდა? მას ყველაფერი გააჩნდა: აღიარება, როლები, სიყვარული და პატარა შვილი. თუმცა, ამ ყველაფერმა ვერ მოახერხა მისი მოულოდნელი სიკვდილისგან დაცვა. 2008 წლის 22 იანვარს, 28 წლის ლეჯერი ნიუ-იორკის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის თქმით, შიშველი მსახიობის გარშემო წამლების უამრავი ბოთლი ეყარა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილი საძილე წამლების, ტკივილგამაყუჩებლების და ტრანკვილიზატორების დიდმა დოზამ გამოიწვია.

ცხოვრების ბოლო თვეების განმავლობაში ლეჯერი "ბნელი რაინდის" გადაღებებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მან განაცხადა, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში სძინავს და დანარჩენ დროს, მარტოობაში ატარებს, რათა უკეთ გაიგოს პერსონაჟის ხასიათი. ზოგიერთები თვლიან, რომ ლეჯერი სექტანტებმა მოკლეს, სხვები მიიჩნევენ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, დანარჩენები კი მომხდარს უბედურ შემთხვევად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, ლეჯერმა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო.

2pac

მსოფლიოს პირველი რეპერი, რომელსაც ძეგლი დაუდგეს, 25 წლის ასაკში, გასროლით მოკლეს. ერთხელ, მან მოახერხა ხუთი გასროლის შემდეგ გადარჩენა, თუმცა, მეორედ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, შაქური ბანდფორმირების წევრი იყო და არაერთხელ იჯდა ციხეში. 1994 წელს, რეპერს ხუთი ტყვია ესროლეს. მის მთავარ მტრებად Puff Daddy და Notorious B.I.G. მიიჩნეოდნენ.

7 სექტემბერს, კალათბურთის მატჩის შემდეგ, თუფაქისა და მისი მეგობრის, შუგ ნაითის მანქანა უცნობმა პირებმა ჩაცხრილეს. რეპერს ოთხი ტყვია მოხვდა, იგი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, ექვსი დღის შემდეგ, იგი პარასკევს, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის გარშემო უამრავი ხმები დადიოდა. ზოგიერთები თვლიდნენ, რომ თვითონ შუგ ნაითმა შეუკვეთა თუფაქის მკვლელობა. უამრავ ადამიანს დღემდე არ სჯერა მომღერლის გარდაცვალების შესახებ. ისინი თვლიან, რომ შაქური დღემდე ცოცხალია და სიკვდილი ინსცენირებული იყო. თუმცა, ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, მომღერალი ე.წ. "დასავლური დაჯგუფების" მსხვერპლი გახდა და მისი სიკვდილის ინიციატორები Notorious B.I.G. და Puff Daddy იყვნენ. რეპერის კრემაციის შემდეგ, მისი ფერფლი მარიხუანასთან ერთად ახლო მეგობრებმა მოწიეს.

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი