18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სირთულეების მიუხედავად, დღეს დიდი ხნის ოცნებებს აისრულებთ. კარგი დღეა სავაჭრო საქმიანობისთვის. ზოგიერთები პირად ცხოვრებასაც გაიუმჯობესებენ.

კურო

დღეს მატერიალური საკითხები უნდა მოაგვაროთ. ეცადეთ, ფულის გამო გარშემო მყოფებთან არ იკამათოთ. შეიძლება ან ძველი ვალი დაგიბრუნონ, ან თავად მოგთხოვონ ვალების დაფარვა.

ტყუპი

მაქსიმალურად ყურადღებით იმუშავეთ, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებს ეხება. უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება დიდ უსიამოვნებებში გაგხვიოთ. მოერიდეთ ახალგაცნობილებისთვის გულის გადაშლას.

კირჩხიბი

თუ სამსახურის საქმეები მოგვარებული გაქვთ, მეტი ყურადღება დაუთმეთ საოჯახო საკითხებს. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ლომი

კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლად. თუ ხვდებით, რომ თქვენი პარტნიორი ძვირფასია თქვენთვის, გააუმჯობესეთ მასთან ურთიერთობა. თუ არა – დაშორდით.

ქალწული

კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში გასასეირნებლად. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან, მაგრამ დაემშვიდობეთ იმ ადამიანებს, ვინც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით.

სასწორი

მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან კამათი ეჭვიანობის გამო. უსიამოვნებები ოჯახის წევრებთან. ეცადეთ, მშვიდად და სარკაზმის გარეშე გაერკვეთ სიტუაციაში.

მორიელი

კარგი დღეა ცოდნის, ინფორმაციის მისაღებად. დღეს თქვენი მხარდაჭერა მეგობრებს, ნათესავებს დასჭირდებათ და უარი არ უთხრათ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

გაიგეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს