ადამიანის სხეულის სრულ განახლებას 7-10 წელიწადი ესაჭიროება

ადამიანის სხეულის სრულ განახლებას 7-10 წელიწადი ესაჭიროება

შვედმა მოლეკულარულმა ბიოლოგმა, ჯონას ფრისენმა აღმოაჩინა, რომ ადამიანის სხეულის უჯრედების სრული განახლება ყოველ 7-10 წელიწადში ერთხელ ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი უჯრედები კვდებიან და მათი ჩანაცვლება ახალი უჯრედებით, სწორედ ამ დროის შუალედში ხდება. აღსანიშნავია, რომ უჯრედების განახლების პროცესი სხეულის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სხვაგან.

უჯრედების "მუშაობის დრო" მათ საჭიროებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედები 4 თვის განმავლობაში ცოცხლობენ, რადგან მათ რთული გზის გავლა უწევთ გულ-სისხლძარღვთა სისტემაში და მთელი სხეულის ჟანგბადით მომარაგება "ეკისრებათ".

აი, რამდენ ხანს ცოცხლობენ დანარჩენი უჯრედები:

• ეპიდერმისის კანი, ყოველდღიურად იცვითება, რადგანაც ორგანიზმის გარე დამცავ ფენას წარმოადგენს. ამ უჯრედების განახლება 2-4 კვირაში ერთხელ ხდება.

• თმა: სხეულის თმოვან ზედაპირს მოქმედების ვადა ქალებისთვის - 6, ხოლო მამაკაცებისთვის 3 წელი აქვს.

• ღვიძლი წმენდს ადამიანის ორგანიზმს. იგი ხელს უწყობს სისხლის მომიქცევას. მისი უჯრედების განახლება 150-500 დღეში ერთხელ ხდება.

• კუჭი და ნაწლავები: უჯრედები, რომლებიც კუჭსა და ნაწლავებს ფარავენ, რთული და ხანმოკლე ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი გამუდმებით განიცდიან კუჭის მჟავების ზემოქმედებას და როგორც წესი, 5 დღის განმავლობაში არსებობენ.

• ძვლები: ძვლის უჯრედების რეგენერაცია გამუდმებით ხდება, თუმცა, მთლიან პროცესს დაახლოებით, ათი წელიწადი ესაჭიროება. განახლების პროცესი დაბერებასთან ერთად ნელდება, ამიტომ ჩვენი ძვლები ასაკის მომატებასთან ერთად უფრო წვრილდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს