19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღებით იმუშავეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და გარშემო მყოფებთან. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან.

კურო

კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და საყიდლებისთვის.

ტყუპი

დღეს რთულ საქმეებსაც კი ადვილად დაასრულებთ. თამამად იმოქმედეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროექტების განსახილველად, იდეების განსახორციელებლად.

კირჩხიბი

კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და იურიდიული საბუთების მოსაწესრიგებლად. ახალი საქმეების დაწყებამდე კარგად გაერკვიეთ დეტალებში.

ლომი

ეცადეთ ეს დღე მშვიდად გაატაროთ. მოერიდეთ ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას. საკუთარ წარმატებებზე ეგოისტ ადამიანებთან ნუ ილაპარაკებთ.

ქალწული

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან და კოლეგებთან. რჩევები გამოცდილი ადამიანებისგან მიიღეთ. დღეს შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ, მაგრამ ნურც ძველებს დაივიწყებთ.

სასწორი

ნურც საქმეებით გადაიტვირთავთ თავს და ნურც უსაქმოდ იჯდებით, – ოქროს შუალედი უნდა მოძებნოთ. კარგი დღეა პოლიტიკოსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრა.

მორიელი

სხვა დღეს დანიშნეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, დოკუმენტების გაფორმება და მოგზაურობის დაწყება. ეცადეთ, გარშემო მყოფებს და განსაკუთრებით ოჯახის წევრებს არ აწყენინოთ. სამაგიეროს გადახდაზე ნუ იფიქრებთ, აპატიეთ.

გაიგეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს