სასტიკი მკვლელობა ავსტრალიაში: სახლში მისულ პოლიციას 8 ბავშვის გვამი დახვდა

სასტიკი მკვლელობა ავსტრალიაში: სახლში მისულ პოლიციას 8 ბავშვის გვამი დახვდა

ავსტრალიის ქალაქ მანოორში სასტიკი მკვლელობა მოხდა. მიურეი-სტრიტის ქუჩაზე არსებულ სახლში მისული პოლიცია საშინელი სურათის მოწმე გახდა. სამართალდამცავებმა სახლში 8 ბავშვის გვამი და 34 წლის ქალი აღმოაჩინეს, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. ამჟამად, ქალი ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ოჯახის ნათესავის თქმით, დაღუპული ბავშვების ასაკი 18 თვიდან 15 წლამდე მერყეობს და ისინი და-ძმები იყვნენ, ხოლო დაჭრილი ქალი - მათი დედა. გავრცელებული ინფორმაციით, გვამები, დაღუპული ბავშვების 20 წლის ძმამ აღმოაჩინა, რომელიც მათთან სტუმრად აპირებდა მისვლას.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ტონი ებოტის თქმით, "სულისშემძვრელი ტრაგედია ენით აუწერელი დანაშაულია".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს