მისი ძაღლი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ბავშვის რეაქციამ ასეთ მოვლენაზე ყველა გააოგნა

მისი ძაღლი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ბავშვის რეაქციამ ასეთ მოვლენაზე ყველა გააოგნა

ძაღლი მხოლოდ ცხოველი არ არის. ის ყველაზე ერთგული მეგობარია, რაც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს. ის ოჯახის წევრია, რომელსაც უანგაროდ უყვარს პატრონი და მაგიერს არაფერს ითხოვს. ეს მას არავინ ასწავლა, ძაღლი უბრალოდ ასეთია.

ერთი ვეტერინარი საოცარი შემთხვევის მომსწრე გახდა, როდესაც მასთან 6 წლის ბავშვი მივიდა თავის სასიკვდილო ავადმყოფობით დატანჯულ ოთხფეხა მეგობართან ერთად. ბავშვის რეაქცია იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ ექიმმა ეს ინტერნეტში გამოაქვეყნა.

"მე ვეტერინარულ კლინიკაში ვმუშაობ. ერთხელ ირლანდიული ჯიშის ჭოლფჰოუნდ, სახელად ბელკერი გამოვიკვლიე. ოჯახი, სადაც ძაღლი ცხოვრობდა, რონი, მისი ცოლი ლიზა და მათი პატარა ბიჭი შეინი, ყველაფერს აკეთებდა მის გადასარჩენად. მათ საოცრების იმედი ჰქონდათ.

გავსინჯე ძაღლი და მივხვდი, რომ ის კიბოსგან მალე დაიღუპებოდა. მაშინვე ვაცნობე ოჯახს, რომ საშველი აღარ იყო, ბელკერს ვერ გადავარჩენდით და შევთავაზე ძაღლის დაძინება მათთან, სახლში.

ჩვენ ყველაფერი გავამზადეთ, რონიმ და ლიზამ აღნიშნეს, რომ მათი 6 წლის შვილისთვის უკეთესი იქნება, თუ ის დაესწრება ამ ყველაფერს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფრის გადატანა შეინს ბევრს ასწავლიდა ცხოვრებაში.

მეორე დღეს მთელი ოჯახი ბელკერის გარშემო შეიკრიბა. როდესაც შეინი უკანასკნელად მოეფერა თავის მოხუც ძაღლს, ის იმდენად მშვიდად გამოიყურებოდა, რომ დავეჭვდი, ხვდებოდა კი ეს ბავშვი საერთოდ რაც ხდებოდა.

რამდენიმე წუთში ბელკერს მშვიდად ჩაეძინა. ისე ჩანდა, თითქოს ბავშვმა მიიღო თავისი ოთხფეხა მეგობრის სიკვდილი. ჩვენ ჩამოვსხედით ცოტა ხნით ერთად და გავისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ცხოვრობენ ცხოველები ადამიანებზე ცოტა ხანს.

შეინმა, რომელიც უხმოდ იჯდა და გვისმენდა, ჩუმად თქვა: "მე ვიცი რატომაც".

ჩვენ გაკვირვებით შევხედეთ ბავშვს.

იმან, რაც შეინმა ამის შემდეგ თქვა ღრმად შემძრა. არასოდეს გამიგია ასეთი ახსნა.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს