"ალო, დედა დავკარგე, იქნებ მაპოვნინოთ" - ყველაზე სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც სატელეფონო ზარით დაიწყო

"ალო, დედა დავკარგე, იქნებ მაპოვნინოთ" - ყველაზე სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც სატელეფონო ზარით დაიწყო

- ალო, დაკარგული ნივთების ბიუროა? - გაისმა ტელეფონში ბავშვის ხმა.

- კი, პატარავ. დაკარგე რამე?

- დიახ, დედა დავკარგე. თქვენთან ხომ არ არის?

- როგორია დედაშენი?

- ლამაზი და კეთილია... კიდევ კატები უყვარს.

- სწორედ გუშინ ვიპოვეთ ერთი დედა, იქნებ შენია. საიდან რეკავ?

- მე-3 ბავშვთა სახლიდან.

- კარგი, მანდ გამოგიგზავნით დედას, დაელოდე.

ის მართლაც შემოვიდა მის ოთახში, კეთილი და ლამაზი... ხელში კი ნამდვილი ცოცხალი კატა ეკავა.

- დედა! - დაიყვირა ბავშვმა და მისკენ გაიქცა. ისე ძლიერად მოეხვია, რომ თითები გაუთეთრდა

- დედა, ჩემი დედიკო!!!

დავითი თავისმა ყვირილმა გამოაღვიძა. ასეთ სიზმრებს თითქმის ყოველ ღამე ხედავდა. ბიჭუნამ ბალიშის ქვეშ შეყო ხელი და იქიდან გოგონას ფოტო გამიაძვრინა. ეს ფოტო შარშან ქუჩაში სეირნობისას იპოვა. მას შემდეგ ინახავდა და სჯეროდა, რომ ეს დედამისი იყო.

სიბნელეში შემოჭრილ მთვარის შუქზე დიდხანს უყურებდა ფოტოზე აღბეჭდილ ლამაზ სახეს, შემდეგ ჩაეძინა.

დილით ბავშთა სახლის მმრთველმა წესისამებრ ყველა ბავშვს დილა მშვიდობისა უსურვა და თავზე გადაუსვა ხელი. დავითის საწოლთან რომ ჩაიარა, იატაკზე დაგდებული ფოტოც შენიშნა. აიღო და ბიჭს ჰკითხა:

- დათუნა, საიდან გაქვს ეს ფოტო?

- ქუჩაში ვიპოვე.

- ვინ არის?

- დედაჩემი, - გაუღიმა ბიჭუნამ და დაამატა, - ძალიან კეთილი და ლამაზია, თან კატები უყვარს.

მმართველმა მაშინვე იცნო გოგონა. ბავშვთა სახლში ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა. როგორც ჩანს, ფოტოც მაშინ დაუვარდა. მას მერე ამ გოგონამ ძალიან ბევრი დაწესებულების კარი შეაღო თხოვნით - შვილის აყვანა უნდოდა. ბიუროკრატიული დაბრკოლებების წყალობით ძალიან სერიოზული ბარიერი აფერხებდა - გათხოვილი არ იყო.

- კარგი, რაკი დედაშენი ყოფილა, საქმე სხვანაირად იქნება, - დაბეჯითებით ჩაილაპარაკა მმართველმა და კაბინეტში დაბრუნდა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს