თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ხალხური საშუალებები

თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ხალხური საშუალებები

თმის ცვენა ქალებსაც აწუხებთ და მამაკაცებსაც. ქალებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ორსულობა-მშობიარობის შემდეგ. ამ დროს ქალი შედარებით გამოცლილია ვიტამინებისგან, დაღლილია და იმუნიტეტიც დაქვეითებული აქვს. შედეგად, ბევრ სხვა სახის პრობლემასთან ერთად თმის ცვენაც იჩენს ხოლმე თავს. თმის ცვენა იცის ასევე ფარისებრი ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა. ამ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებების, ვიტამინების მიღება.

ჩვენ ასევე რამდენიმე ხალხურ და გამოცდილ მეთოდს გთავაზობთ, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

თავის დაბანის შემდეგ კარგია თბილ წყალში გაზავებული ორი სადილის კოვზი ძმრის გაზავება. ასევე უხდება თმას დაფნის ფოთლის ნახარში. კარგია ჭინჭრის ნაყენის გადავლება, როდესაც თმას დაიბანთ.

ასევე გამოცდილი საშუალებაა 2 სადილის კოვზ სალბს (შალფეის) და 1 სადილის კოვზ ქრისტესისხლას ადუღებული წყალი დაასხით.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს