ქალმა იხვებს დაუთმო გზა და ორი ადამიანი იმსხვერპლა

ქალმა იხვებს დაუთმო გზა და ორი ადამიანი იმსხვერპლა

25 წლის კანადელმა, ემა ჩორნობაიმ, რომელიც ავტომობილის საჭესთან იჯდა, უეცრად დაამუხრუჭა, რათა გზა დაეთმო იხვებისთვის, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ. საუბედუროდ, დამუხრუჭებამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა - 50 წლის მამაკაცი და მისი ქალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ტრაგედია ჯერ კიდევ 2010 წლის ივნისში მოხდა, მაგრამ მსაჯულთა სასამართლომ განაჩენი მხოლოდ ახლა გამოიტანა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ემას მანქანას მოტოციკლი დაეჯახა. მას ანდრე რუა მართავდა, რომლის თანამგზავრი მისი 16 წლის შვილი, ჯესი იყო.

მსაჯულთა სასამართლომ ემა ჩორნობაი დამნაშავედ სცნო ორი ადამიანის სიკვდილში და გულგრილობაში. შედეგად, მას 90 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, მას აეკრძალა მანქანის მართვა მომავალი 10 წლის განმავლობაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს