ევროპულმა სასამართლომ, ჭარბი წონის მქონე ადამიანები შშმ პირებს გაუთანაბრა

ევროპულმა სასამართლომ, ჭარბი წონის მქონე ადამიანები შშმ პირებს გაუთანაბრა

ევროპულმა სასამართლომ ჭარბი წონის მქონე ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს გაუთანაბრა. სასამართლომ დააგინა, რომ თუკი ჭარბი წონა ადამიანს პროფესიული ვალდებულებების შესრულებაში უშლის ხელს, მაშინ ეს პრობლემა შეიძლება შშმ პირებისთვის არსებული კანონის მიხედვით განიხილონ, რომელიც მათთვის სპეციალური სამუშაო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

ზემოთ აღნიშნული, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დანიის მოქალაქე კარსტენ კალტოფტი, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, მას შემდეგ დაითხოვეს სამსახურიდან, რაც მან წონაში საგრძნობლად მოიმატა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ადამიანი ჭარბწონიანად იმ შემთხვევაში ითვლება, თუკი მისი სხეულის მასის ინდექსი, 30-ს აღემატება. შეგახსენებთ, რომ სხეულის მასის განსაზღვრა, წონისა და სიმაღლის მაჩვენებლებით ხდება.

"ჭარბი წონა ერთგვარი თვითდაზიანებაა, თუკი ვინმეს წონაში დაკლება სურს, ის აუცილებლად შეძლებს ამას. რისი გაკეთებაც შშმ პირებს არ შეუძლიათ".

"მესმის, რომ ზოგჯერ არ არის მარტივი და ადამიანებს განსაკუთრებული შრომა სჭირდებათ წონაში დასაკლებად. მაგრამ მათ შუძლიათ წონაში დაკლება ვარჯიშის, სწორი კვების დახმარებით", - აცხადებს ტელე-შოუ "Fat Families"-ის წონის ექსპერტი სტივ მილერი.

მომზადებულია www.express.co.uk -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს