ბიოლოგებმა თევზის ახალი ჯიში რეკორდულ სიღრმეში აღმოაჩინეს

ბიოლოგებმა თევზის ახალი ჯიში რეკორდულ სიღრმეში აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს თევზის ახალი ჯიში, რომელიც ოკეანის სიღრმეებში ბინადრობს. წყნარ ოკეანეში ახალი ექსპედიციის დროს უცნობი სახეობის თევზი შენიშნეს, რომელიც ფსკერზე ცურავდა რეკორდულ სიღრმეში, 8 143 მეტრის დონეზე.

თევზის სხეულის ფორმა აქამდე ცნობილი სახეობებისგან განსხვავდება: მას ფართო და ნახევრადგამჭირვალე ფარფლები აქვს. ”ჩვენ დავინახეთ თევზი, რომელიც 8 000 მეტრის სიღრმეზე წყნარად დაცურავდა. ის არის ახალი ჯიშის წარმომადგენელი, მეცნიერება ამ სახეობას აქამდე არ შეხვედრია. ის ძალიან მოწყვლადია და უცნაური გარეგნობა აქვს, თითქოს ანიმაციური ფილმის პერსონაჟ ძაღლს წააგავს” - განაცხადა აბერდინის უნივერსიტეტის მკვლევარმა ალან ჯეიმსონმა.

ახალი სახეობის კლასიფიცირებისთვის მეცნიერებისთვის აუცილებელია თევზის დაჭერა და გამოკვლევა, რაც ვერ მოახერხეს. აქამდე ყველაზე ღრმა წყლებში აღმოჩენილი თევზი იყო პი ამბლისტომოფსისი, რომელიც 7 703 მეტრზე ცურავდა. გამოთვლების მეშვეობით დამტკიცებულია, რომ 8 200 მეტრზე ღრმად თევზებს არ შეუძლიათ არსებობა, თუმცა ამ ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, ეს დასკვნა ეჭვქვეშ დააყენოს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს