საინტერესო და უცნობი ფაქტები საბჭოთა კავშირზე

საინტერესო და უცნობი ფაქტები საბჭოთა კავშირზე

სოციალისტური რეჟიმი, რომელმაც 15 სახელმწიფო მოიცვა, თითქმის, 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სახელმწიფო მსოფლიოში. მის ფართობს ხმელეთის მეექვსედი ნაწილი ეჭირა. თუმცა, სსრკ ცნობილი არა მხოლოდ თავისი ზომებით გახდა. ქვეყანა მრავალ საინტერესო ფაქტს მალავდა, რომელთაც ფარდა მხოლოდ დროთა განმავლობაში აეხადა.

მაგალითად, იცოდით რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ომში ორი ჰიტლერი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთ-ერთი საბჭოთა მხარეს იბრძოდა? სწორედ ასეთი გვარი ჰქონდა, მსროლელს, რომელმაც საბრძოლო დამსახურებებისთვის მედალიც კი მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის გვარს, ფიურერთან მსგავსების გამო, წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანელებმა მაინც მოახერხეს წითელ მოედანზე მარშის მოწყობა, თუმცა, ჩანაფიქრი სხვაგვარად განხორციელდა. 1944 წელს, "ბაგრატიონის" სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ტყვედ 57 000 გერმანელი აიყვანეს. ბრძანების თანახმად, მათი წითელ მოედანზე გატარება გადაწყდა. ამით საბჭოთა კავშირმა, ცხადია, საკუთარი სიძლიერის დემონსტრირება მოახდინა. უჩვეულო მარში სამი საათი გრძელდებოდა, ამ დროის განმავლობაში გერმანელ ჯარისკაცებს მოსკოვის დიდი ნაწილი შეამოატარეს. მოგვიანებით, ამ მოვლენას "ტყვეების დიდი ვალსი" ეწოდა.

არანაკლებ საინტერესოა, კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენასთან დაკავშირებული ისტორია. კოსმოდრომის ადგილმდებარეობა ბოლო წუთამდე საიდუმლოდ რჩებოდა. ყველა ბეჭდვით წყაროში აცხადებდნენ, რომ კოსმოდრომი ბაიკანურში მდებარეობდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაგარინი წარმატებით გაფრინდა, ცნობილი გახდა კოსმოსდრომის ადგილმდებარეობა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ კოსმოდრომი ხისგან იყო დამზადებული.

1983 წელს, დანადგარის არაადეკვატური მუშაობის გამო, შესაძლოა ატომური ომი დაწყებულიყო. ომი საფრთხე, მტრის რაკეტების აღმომჩენ აპარატს უკავშირდება, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და არასწორად გადმოსცა მონაცემები. შეცდომის აღმოფხვრა ვიცე-პოლკოვნიკმა პეტროვმა მოახერხა, რომელიც იმ დროს მართვის პულტთან იმყოფებოდა და გადაწყვიტა, რომ არ მოეხსენებინა მონაცემები ხელმძღვანელობისთვის, რადგან იფიქრა, რომ ამერიკა არ დაესხმებოდა თავს საბჭოთა კავშირს ასეთი მცირე არსენალით. წლების განმავლობაში ფაქტი საიდუმლოდ რჩებოდა. იგი ცნობილი მხოლოდ 2006 წელს გახდა, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პეტროვს ჯილდო გადასცა, ატომური ომის თავიდან აცილების გამო. მსაგავსი ისტორია 1979 წელს აშშ-შიც მოხდა, მაგრამ პრობლემა სწრაფად მოგვარდა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

დღის ფოტო: ბათუმში მილიონ ყვავილს რგავენ

გაიცანით კონკურსანტი, რომელმაც "მასტერშეფის" ჟიურის შოკოლადიანი ხახვი აჭამა

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი საქართველოშია - ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნება ფოტოებში