"მშობლებს დღემდე ვერ ვპატიობ ჩემი დის გაშვილებას... და არც არასოდეს ვაპატიებ"

"მშობლებს დღემდე ვერ ვპატიობ ჩემი დის გაშვილებას... და არც არასოდეს ვაპატიებ"

ჩემი ამბავი არც ისეთი ადვილი დასაწერია, მაგრამ მინდა ჩემს მშობლებს ასე შევეხმიანო. საზღვარგარეთ ვცხოვრობ და მათთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს უკვე წლებია. ალბათ ფიქრობენ, რომ მეტისმეტად სასტიკად ვექცევი, მაგრამ რაც წლები გადის, უფრო და უფრო მიჭირს იმის აღქმა და მით უმეტეს, პატიება, რაც მათ გააკეთეს. იქნებ წაიკითხონ, კიდევ მეტად დაუფიქრდნენ თავიანთ საქციელს და ჩემს მდგომარეობაშიც უკეთ შევიდნენ.

მე და ჩემი დაიკო ერთად ვიზრდებოდით – ძალიან თბილი, მხიარული და მეგობრული ოჯახი გვქონდა. ასე მეგონა, ჩემნაირი კარგი მშობლები არავის ჰყავდა. ზედმეტად არასდროს უწევდნენ ხმას, მკაცრად არ გვექცეოდნენ, დაგვატარებენ ყველგან, რაც გვინდოდა არაფერს გვაკლებდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა და არაფერი მაკლდა.

ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ბავშვობიდან მთელ სანათესაოსთან. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიკვირდა, ასეთი კარგი ურთიერთობების საპირისპიროდ, მამა თავის ერთადერთ დას ყველაზე იშვიათად ნახულობდა, მასთან არასდროს დავყავდით და სადმე ნათესაურ ქეიფში თუ მოვხვდებოდით ერთად, ყველანაირად ცდილობდა, მეტისმეტად ახლო კონტაქტი არ გვქონოდა. რაც ვიზრდებოდი, ეს ფაქტი მით მეტად მაფიქრებდა. ვგრძნობდი, მამიდასაც დიდად არ უხაროდა ჩვენი დანახვა და თითქოს ვგრძნობდი, რომ თავის შვილს უშლიდა კიდეც ჩვენთან მოახლოებას, ჩვენთან თამაშს. რამდენჯერმე დედას ვკითხე, რატომ არის მამა საკუთარ დასთან ასე, რა ხდება-მეთქი? ხან რა მიპასუხა, ხან რა. ხან თავიდან მიშორებდა, ნუ იგონებო. რომ არ მოვეშვი, მიპასუხა, რაღაც ქონების გაყოფაზე იჩხუბეს და მას მერე ასე არიანო. ალბათ, იმ ასაკში დამაკმაყოფილა ამ პასუხმა და აღარ ვაქცევდი ამას ყურადღებას. თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, რატომღაც სულ მიმიწევდა მამიდის სახლისკენ, რომელიც სოფელში ჩვენი პაპის სახლისგან არც ისე შორს იყო. მიმიწევდა იქ მცხოვრები პატარა გოგონასკენ – ჩემი პატარა მამიდაშვილისკენ, რომელიც ძალიან ლამაზი იყო, თოჯინასავით. მამიდა და მისი ქმარი პრინცესასავით ზრდიდნე. ისეთი საყვარელი იყო, სულ მოფერება მინდოდა. მაგრამ რასაკვირველია, მახსოვდა უფროსების დაძაბული ურთიერთობა და ამ ზღურბლს არ ვაბიჯებდი.

წლები გადიოდა. ჩვენი ოჯახი უწინდებურად ნორმალურად ცხოვრობდა, მე და ჩემმა დამ უმაღლესში ჩავაბარეთ, ჩემს უმცროს დას საქმროც გამოუჩნდა და ძალიან მალე გათხოვდა. მე ჯერ არ ვჩქარობდი – სტუდენტობის წლებით ვტკბებოდი. სოფელში არდადეგებზე ჩავდიოდი. მამიდას თითქმის ვეღარ ვხედავდი, ვერც ჩემს მამიდაშვილ სოფოს – ის ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, არდადეგებზე კი სულ სადმე დაჰყავდათ – ზღვაზე ან მთაში და ერთდროულად სოფელში თითქმის არ ვიყავით...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს