სტუდენტი თავს უსექსობის გამო იკლავდა

სტუდენტი თავს უსექსობის გამო იკლავდა

25 წლის სტუდენტმა თვითმკვლელობა მხოლოდ იმიტომ სცადა, რომ სექსის დეფიციტს განიცდიდა. The Daily Star-ის ცნობით, ბიჭი მეხუთე სართულიდან გადახტა, თუმცა ხეებში გაიხლართა და ამის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. ეს ნაბიჯი მარტოობამ გადაადგმევინა - ერთი წლის წინ დაშორდა შეყვარებულს და მას მერე სასიყვარულო ურთიერთობა ვერავისთან გააბა. სექსის ასეთმა დეფიციტმა საბოლოოდ თვითმკვლელობა გადააწყვეტინა.

ახალგაზრდა მამაკაცის ყვირილი გამვლელებმა გაიგონეს და მაშველებს გამოუძახეს. მათი განცხადებით, სტუდენტს გადარჩენა დიდად არ გახარებია. მადლობაც არ გადაგვიხადა და ხმისამოუღებლად წავიდაო, დაიჩივლეს მაშველებმა.

მისმა მეგობარმა კი პოლიციას განუცხადა, რომ სტუდენტი მზად არის ფსიქოლოგიური დახმარების კურსი გაიაროს. ხოლო როგორ შეხვდა ამ ამბავს მისი ყოფილი შეყვარებული, გამოცემამ ვერ დაადგინა.

მომზადებულია dailystar.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს