დაუჯერებელი ისტორია გოგონაზე, რომელიც 5 წლის ასაკში დედა გახდა

დაუჯერებელი ისტორია გოგონაზე, რომელიც 5 წლის ასაკში დედა გახდა

ლინა მედინას ისტორია 70 წლის წინ მოხდა. მიუხედავად ამისა, რთულია, დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს შესაბამება. ლინა 1933 წლის 27 სექტემბერს, პერუს პატარა ქალაქში დაიბადა. ოჯახში იგი ერთ-ერთი იყო ცხრა ბავშვიდან, რომლის ბავშვობაც მალევე დასრულდა. 5 წლის ასაკში, როდესაც ლინას მუცელმა მოულოდნელად ზრდა დაიწყო, ექიმები ფიქრობდნენ, რომ გოგონას სიმსივნე ჰქონდა. რენდგენის გადაღების შემდეგ, გაირკვა, რომ ლინა 7 თვის ორსული იყო. როდესაც მან პირველი შვილი სახელად ჟერარი გააჩინა, იგი ხუთი წლისა და 7 თვის იყო. იმის გამო, რომ გოგონას მენჯის ძვლები არ იყო სათანადოდ განვითარებული, ექიმებს საკეისრო ოპერაციის გაკეთება მოუხდათ. ახალშობილი 2700 გრამს იწონიდა და სრულიად ჯანმრთელი იყო.

მომხდარმა მთელი მსოფლიოს ექიმების ყურადღება მიიქცია. როგორც დადგინდა, ყველაფრის მიზეზი, დაავადება გახდა, რომელიც ადრეულ სქესობრივ მომწიფებას იწვევდა. მოგვიანებით გაირკვა, პირველი მენარქე გოგონას 8 თვისას მოუვიდა, ხოლო 4 წლის ასაკში მას უკვე სრულიად ჩამოყალიბებული სარძევე ჯირკვლები ჰქონდა.

ლინას არასოდეს უსაუბრია არც შვილის მამაზე და არც ჩასახვის ვითარებებზე. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ლინას მამა დააკავა, თუმცა, შემდეგ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლა. მისი პირველი შვილი, ჟერარი 40 წლის ასაკში, ძვლის ტვინის დაავადებით გარდაიცვალა. იგი დედამისთან ერთად იზრდებოდა. ბიჭუნას 10 წლის ასაკში აუხსნეს, რომ გოგონა, რომელიც საკუთარი და ეგონა, სინამდვილეში მისი დედაა.

დღეს ლინა, მეუღლესთან ერთად მექსიკაში ცხოვრობს. მათ საერთო შვილი ყავთ, რომელიც ქალმა 38 წლის ასაკში გააჩინა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს