არსებობს პარალელური სამყარო, სადაც დრო უკუღმა მიედინება

არსებობს პარალელური სამყარო, სადაც დრო უკუღმა მიედინება

ყველანი მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ დრო მკაცრად აწმყოდან მომავლისკენ მიედინება. თუმცა ფიზიკოს-თეორეტიკოსების ჯგუფმა ახალი აღმოჩენა გააკეთა. მათ წამოაყენეს თეორია, რომ არსებობს ერთზე მეტი მომავალი. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ დიდი აფეთქების შემდეგ შეიქმნა ორი პარალელური სამყარო: ჩვენი, რომელიც დროში წინ მოძრაობს და მეორე, რომელშიც ყველაფერი პირიქით ხდება.

მეცნიერებმა - ჯულიან ბარბორმა, ტიმ კოზლოვსკიმ და ფლავიო მერკატიმ წარმოადგინეს ახალი დროის კონცეფცია, რომელიც არა თერმოდინამიკაზე, არამედ მიზიდულობის ძალაზე დაყრდნობით მიიღეს. "დრო ეს არის გამოცანა. თითქმის ყველა ფიზიკოსის თეორია ერთნაირად გამოიყურება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელი მიმართულებით მოძრაობს დრო", - ამბობს ბარბორი.

თავიანთ თეორიაზე მუშაობისას მეცნიერებმა გამოიყენეს სამყაროს მარტივი მოდელი. ეს არის ათასობით ნაწილის კომპიუტერული მოდელირება, რომლებიც გრავიტაციის გავლენით მოქმედებენ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ყოველი ნაწილი ნელ-ნელა უფრო რთულად ორგანიზებადი ხდება და ბოლოს უფრო მოწესრიგებულ სტრუქტურად ყალიბდება. ამის შემდეგ ნაწილები იყრებიან ორ განცალკევებულ სიმეტრიულ და საპირისპირო დროის ხაზებზე. ზუსტად ასე შეიძლებოდა დიდი აფეთქების შემდეგ წარმოქმნილიყო ორი პარალელური სამყარო, რომელშიც დრო ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობს.

მომზადებულია ofigenno.cc-ს მიხედვით.

"თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა

კრიშტიანუ რონალდუმ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა? - სუპერვარსკვლავმა ჯორჯინა როდრიგესს  თავბრუდამხვევი სიურპრიზი მოუწყო

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - გერმანული კლუბი ტიტულს მეექვსედ დაეუფლა