როგორ აწყობენ მსოფლიოში უდიდეს ავიალაინერებს (+ფოტო)

როგორ აწყობენ მსოფლიოში უდიდეს ავიალაინერებს (+ფოტო)

A380-ს, რომელიც უკვე თითქმის ათი წელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიალაინერის ტიტულს ფლობს, დაშვების გარეშე 15,400 კმ-ზე შეუძლია გადაფრენა. მას ერთდროულად ოთხი ქვეყანა - საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი  აწყობს. ყოველი მათგანი გიგანტური ავიალაინერის ცალეკეულ სეგმენტებს ამზადებს. საბოლოო აწყობა საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში ხდება. დანიშნულების ადგილზე სხვა ქვეყნებიდან მომავალი ლაინერის დეტალები თვითმფრინავებით, გემებით და ავტოტრანსპორტით ჩააქვთ. გაბარიტული დეტალების ტრანსპორტირებამ გზების გაფართოება, ახალი არხებისა და ბორნების მშენებლობა მოითხოვა.

დიდი თვითმფრინავების აწყობა დიდ ადამიანურ რესურსს და დიდ შენობას საჭიროებს. ტულუზას ქარხნის საამქროში ერთდროულად ექვსი A380 იწყობა. თვითმფრინავის პროექტირებისას მთავარი სირთულე წონის შემცირებაში მდგომარეობდა. ამისთვის ლაინერის კონსტრუქციაში ფართოდ გამოიყენეს კომპოზიციური და ჰიბრიდული მასალები.

A380 ორსართულიანი თვითმფრინავია. სალონის ეკონომ კლასის კონფიგურაციაში მას 853 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. დიდი ზომების მიუხედავად, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ ლაინერად ითვლება. 100 კმ-ზე 1 მგზავრის გადაყვანისთვის, A380 3 ლიტრ საწვავს საჭიროებს. საწვავის შემცირებული ხარჯი გარემოს დაბინძურებასაც ამცირებს.

თვითმფრინავს ეტაპობრივად აწყობენ. ფიუზელაჟის (კორპუსის) სექციების შეერთების შემდეგ, ლაინერზე მაგრდება ფრთები, კუდი, შასი. ხდება ათობით დასახელების სხვადასხვა სისტემის მონტაჟი და ელექტროსადენების გაყვანა. A380-ზე კაბელების საერთო სიგრძე 570 კმ-ს აღემატება.

აწყობის ფინალურ სტადიაზე თვითმფრინავზე ამაგრებენ ძრავებს და ყველა სისტემის შემოწმების შემდეგ ბორტს პირველი აფრენისთვის ამზადებენ. ლაინერს მხოლოდ საცდელი ფრენების შემდეგ ღებავენ. თვითოეული A380 3,600 ლიტრ საღებავს საჭიროებს.

ლაინერის ოპერატორი ავიაკომპანიები ხშირად აქცენტს VIP მგზავრების გადაყვანაზე აკეთებენ. ამიტომაც A380-ის სალონის მოწყობა დამკვეთის სურვილისამებრ ხდება. მაგალითად Emirates-ის თვითმფრინავების ზედა გემბანზე საშხაპეებია მოწყობილი. "კორეული ავიახაზების" ბორტზე კი - "დიუთი ფრის" მაღაზიები ფუნქციონირებენ.

სალონის კომპლექტაცია, სავარძლების რაოდენობა, კომფორტის დონე - ყოველივე ეს ავიაკომპანიის დაკვეთით მზადდება. ბიზნეს-კლასის სალონებში ხშირად მონტაჟდება ფართო სავარძლები, რომლებსაც საწოლებად შეუძლიათ ტრანსფორმაცია, 6-8 ადამიანზე გათვლილი კუპეები.

A380-ის პროექტის შემუშავებაზე კომპანია Airbus-მა 10 წელიწადი და 12 მილიარდი ევრო დახარჯა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ხარჯების ანაზღაურებისთვის დაახლოებით 420 ლაინერის გაყიდვაა საჭირო. ამჟამად მწარმოებელს მყარი შეკვეთა 318 თვითმფრინავზე აქვს. 2014 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით 147 გიგანტული ავიალაინერია დამზადებული. ისინი მსოფლიოს 12 ავიაკომპანიის კუთვნილებაში არიან. A380-ების ყველაზე დიდი პარკის მფლობელი გაერთიანებული არაბთა საემიროების ავიაკომპანია Emirates-ია. მის მფლობელობაში ამჟამად 55 თვითმფრინავია. ჯამში კი კომპანიას 140 გიგანტი აქვს შეკვეთილი. 

მოამზადა ნუკრი მგელაძე

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს