ანაკონდამ პირდაპირ ეთერში მეცნიერის შეჭმა გადაიფიქრა (+ ვიდეო)

ანაკონდამ პირდაპირ ეთერში მეცნიერის შეჭმა გადაიფიქრა (+ ვიდეო)

არხ "დისქავერიზე" აჩვენეს ეფექტური შოუ "ცოცხლად შეჭმული", რომლის ფარგლებშიც მკვლევარი პოლ როზოლი გიგანტური ანაკონდას საკვები უნდა გამხდარიყო.

ექსპერიმენტის დროს, ნატურალისტი სპეციალურ დამცავ კოსტუმში იყო გამოწყობილი. ნავარაუდები იყო, რომ ამ კოსტუმში ის ზიანის გარეშე მოახერხებდა გველის შიგნით სამი საათის გატარებას. კოსტუმში ჩამონტაჟებული იყო გადამცემები, რომელიც მეცნიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იძლეოდა. მომხდარს სპეციალისტი კამერით იღებდა. როზოლის თქმით, არც ის და არც გველი ამ ექსპერიმენტის დროს არ დაზარალებულან. ანაკონდამ საბოლოოდ, არ შეჭამა მკვლევარი, რომელიც მადის აღსაძვრელად ღორის სისხლში ამოავლეს. გიგანტური გველი, რომლის სიგრძეც შვიდი მეტრია, ნატურლისტს ირგვლივ შემოეხვია და ძირს დააგდო. ექსპერიმენტი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. როზოლიმ აღიარა, რომ რაიმე შოკისმომგვრელის გაკეთება სურდა, რომ ხალხის ყურადღება მიეპყრო გადაშენებადი ჯიშის გველებისადმი.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია m24.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს