მსოფლიოს ცნობილი მექალთანეები - ვინ არის კაცი, რომელსაც 57 შვილი ყავდა

მსოფლიოს ცნობილი მექალთანეები - ვინ არის კაცი, რომელსაც 57 შვილი ყავდა

ქალებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით მსახიობები, მუსიკოსები და ზოგადად, ხელოვანი ადამიანები სარგებლობენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ყველაზე დიდი მექალთანეების სიაში, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა დაიკავეს ადგილი.

ფიდელ კასტრო

ალბათ, ფიქრობდით, რომ ყველაზე დიდი მექალთანეების სია, რომელიმე მსახიობით ან მომღერლით დაიწყებოდა, მაგრამ არა! საზოგადოებაში გავრცელებული ხმების მიხედვით, კუბის დიქტატორ ფიდელ კასტროს 35 000 ქალი ჰყოლია. კასტროს ადმინისტრაციის ერთ-ერთი წევრის თქმით, მას ოთხი ათწლეულის განმავლობაში, დღეში, როგორც მინიმუმ, 2 ქალი ჰყავდა. მართალია, ზემოთ მოცემული რიცხვები შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს სინამვილეს, თუმცა, როდესაც 1993 წელს, ჟურნალისტმა ანა ლუიზა ბარდახმა მას დაუსვა კითხვა შვილებთან დაკავშირებით, კასტრომ უპასუხა, რომ მათი რაოდენობა თითქმის, ერთ ტომში მყოფი ადამიანების რაოდენობას უდრის. გარდა ამისა, ინტერვიუში კასტრომ აღნიშნა, რომ სექსს ყველა ადამიანის სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობად მიიჩნევს.

უილტ ჩემბერლენი

1991 წელს გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნში "ხედი ზემოდან", კალათბურთის სუპერვარსკვლავი უილტ ჩემბერლენი აღნიშნავს, რომ ცხოვრების განმავლობაში 20 000-ზე მეტ ქალთან ჰქონია სექსი. 1999 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, უილტმა სხვა მამაკაცებს სთხოვა, არ აღფღთოვანებულიყვნენ მისი "მიღწევებით" და არ მიებაძათ მისთვის. მისი თქმით, ერთ ქალთან გატარებული ხანგრძლივი პერიოდი უფრო დიდი სიამოვნების მომტანია, ვიდრე ერთჯერადი ურთიერთობები.

სქრიმინგ ჯეი ჰოუკინსი - 57 ბავშვის მამა

2000 წელს,  გარდაცვალების წინ, ექსცენტრულმა ბლუზის შემსრულებელმა ჰოუკინსმა საკუთარ ახლობლებს გაუმხილა, რომ 57 ბავშვის მამაა. საოცარი გამოსვლებით ცნობილი მომღერალი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა ჰიტით "I put a spell on you" მოიპოვა, ცნობილი არა მხოლოდ მუსიკით, არამედ მექალთანეობითაც იყო. თუმცა, დრამის გარეშე არც მის ცხოვრებას ჩაუვლია. ერთ-ერთმა პარტნიორმა ქალმა მას ზურგში დანა ღალატის გამო ჩაარტყა. სიკვდილის წინ, ჰოუკინსმა აღიარა, რომ ყველაზე მეტად ცხოვრებაში იმას განიცდიდა, რომ არ იცოდა ზუსტად რამდენი ვაჟი ჰყავდა. მოცემული მომენტისთვის, აღმოჩენილია 33 ოფიციალურად დადასტურებული მემკვიდრე.

ჯეკ ნიკოლსონი

მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი ყოველთვის ეხსომებათ გუგულის ბუდეში შესრულებული ოსკაროსანი როლით. თუმცა, მსახიობის მიღწევებად კინოროლების გარდა, მის აურაცხელ საყვარლებსაც მიიჩნევენ. ხმების მიხედვით, ნიკოლსონს სექსი 2000-ზე მეტ ქალთან ჰქონია. მას კავშირი ჰქონდა: ანჟელიკა ჰიუსტონთან, მიშელ ფილიპსთან, ლარა ფლინ ბოილთან, ჯონი მიჩელთან, მელანი გრიფიტთან, მერილ სტრიპთან და ა.შ.

"თუკი ვინმე მეუბნება, რომ მექალთანე ვარ, მე ამას არ უარვყოფ. თუმცა, ჟიგოლოს ცხოვრება ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომ ვგრძნობდი თავს ცუდად, როდესაც "სექს-სიმბოლოს" მიწოდებდნენ. ახლა ძალა არ მაქვს, რომ ერთმანეთს მუშაობა და "ცუღლუტობა" შევუთავსო", - აღნიშნავს ჟურნალისტებთან საუბრის დროს 77 წლის ნიკოლსონი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს