23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოერიდეთ ემოციის გამოხატვას, ფიზიკურ დატვირთვას. ნუ გასცემთ ტყუილ დაპირებებს. მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაშიც კარგად ერკვევით. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

კურო

იღბალი გწყალობთ და თქვენი საქმეები უკეთესად წარიმართება. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი

კარგი დღეა ახლი საქმეების, პროექტების განსახილველად. გვერდით ერთგული და მცოდნე პარტნიორები დაიყენეთ და თამამად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან, მეგობრებთან.

კირჩხიბი

დღეს ხშირად მოგიწევთ საკუთარი იდეების დაცვა. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, ნუღარ გადათქვამთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას.

ლომი

მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, გადაღლას, ემოციის გამოვლენას. ახალ ინფორმაციებს მშვიდად შეხვდით და ერთგულ ადამიანებთან ერთად სცადეთ საჭირბოროტო საკითხების მოგვარება.

ქალწული

დღეს მატერიალური საკითხების მოგვარებით, ბინისთვის საჭირო ნივთების ყიდვით იქნებით დაკავებული. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ბავშვებთან. კარგი დღეა ოჯახში ჰარმონიის დასამყარებლად.

სასწორი

დილიდან შრომა მოგიწევთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით; დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

მორიელი

მიზანდასახულად და მიზანსწრაფულად უნდა იმოქმედოთ. პროფესიონალებთან ერთად გაერკვიეთ საქმის დეტალებში. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. მოერიდეთ სარისკო და ავანტიურულ ქმედებებს, გაცივებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან (მეზობლებთან).

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს