წყალი, მარილი, კოფეინი - ის, რისი ზედმეტი დოზაც მოგკლავთ

წყალი, მარილი, კოფეინი - ის, რისი ზედმეტი დოზაც მოგკლავთ

ყოველდღიურად ჩვენ უამრავ აქტივობას ვახორციელებთ, რომელთა ზედმეტმა დოზამ შესაძლოა, ჩვენი სიკვდილი გამოიწვიოს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

1. ადამიანისთვის ალკოჰოლის სასიკვდილო დოზა 1,5 ლიტრი არაყია. ალკოჰოლის ერთი პრომილე ნიშნავს, რომ ერთ ლიტრ სასმელზე 1 მილიგრამი სუფთა ალკოჰოლი მოდის. 0,5 ლიტრი არაყი შეიცავს 200 მილიგრამ სუფთა ალკოჰოლს. ალკოჰოლის სასიკვდილო დოზად 5-6 პრომილე ანუ, 400-450 მილიგრამი სუფთა ალკოჰოლი ითვლება.

2. პოლივიტამინები - სასიკვდილო დოზად, ერთ დღე-ღამეში მიღებული 5 000 ცალი აბი ითვლება. როგორც ვიცით, არსებობს ასეთი ცნება - ჰიპერვიტამინოზი. მაგალითად, თუკი მივიღებთ A ვიტამინის ზედმეტ დოზას, შემდეგი სიმპტომები იჩენს თავს: თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, პულსის აჩქარება, კრუნჩხვა, ასევე, გონების დაკარგვა. თუკი В 1-ს ზედმეტ დოზას მივიღებთ, იწვევს თირკმელებისა და ღვიძლის დისფუნქციას. В 12 - სისხლის შედედებას და პულსის გახშირებას. D 2 - გულისრევას, სისუსტეს, ციებ-ცხელებას, სიმშრალეს, წნევის აწევას, პულსის შენელებას და სუნთქვის გართულებას.

3. მზე - სასიკვდილო დოზად მზეზე 8 საათის განმავლობაში ყოფნა მიიჩნევა. თუკი რომელიმე ადამიანი ეგვიპტის მზის ქვეშ, თავდაცვის საშუალებების გარეშე 8 საათს გაატარებს, ეს დღე მისთვის შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს. მზის დარტყმის დროს, ადამიანს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მაღალი სიცხე, გონების დაკარგვა აღენიშნება.

4. ნიკოტინი - ადამიანის მოკვლა ერთ ჯერზე მოწეულ 94 სიგარეტის ღერს შეუძლია.

5. მარილი - ერთ ჯერზე მიღებული 250 გრამი მარილი ადამიანისთვის სასიკვდილო დოზას შეადგენს. მარილის დიდი დოზის გამო, სწრაფად იმატებს წნევა, რასაც თან ახლავს ჩაქცევები, რაც, დიდი ალბათობით, ტვინში სისხლის ჩაქცევას გამოიწვევს.

6. კოფეინი - 150 ესპრესო ერთ ჯერზე და თქვენ მკვდარი ხართ. ადამიანისთვის კოფეინის სასიკვდილო დოზა მისი სხეულის წონაზეა დამოკიდებული. ზოგადად, იგი 150-200 მილიგრამამდე მერყეობს.

7. წყალი - სასიკვდილო დოზად, დღეში 8-10 ლიტრი ითვლება. დაახლოებით, 1 ლიტრ სითხეს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს. დღიური ნორმა დღეში 1,5-2 ლიტრს შეადგენს. თუკი დღიურ ნორმას 3-4-ჯერ გადააჭარბებთ, წყლით ინტოქსიკაციას მიიღებთ, რადგან თირკმელები ვერ მოასწრებენ ორგანიზმიდან ამხელა რაოდენობის წყლის განდევნას, რაც ფილტვებსა და თავის ტვინში სისხლის ჩაქცევას გამოიწვევს.

8. კოღოები - სიკვდილს კოღოს 500 000 ნაკბენი იწვევს. მდედრ კოღოს ადამიანის ორგანიზმიდან 5 მილიგრამი სისხლის ამოწოვა შუძლია. ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, 15% სისხლის დაკარგვა შეუძლია, ხოლო თუ იგი ერთ ჯერზე 2-2,5 ლიტრს დაკარგავს, ეს მის სიკვდილს გამოიწვევს.

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ბულვარიდან, სადაც საკურა აყვავდა - "რაღაცები არასდროს იცვლება"

#მემიყვარსღვინო - ფლეშმობი ღვინის მოყვარულთათვის