გოზინაყის რეცეპტი ქვეყნის მთავარი დედამთილისგან

გოზინაყის რეცეპტი ქვეყნის მთავარი დედამთილისგან

ყოველ ახალ წელს თითოეული დიასახლისის მთავარი საზრუნავი საახალწლო სუფრაა. ყველას სურს, სადღესასწაულო მაგიდა ახალი და მარტივად მოსამზადებელი კერძებით გაამდიდროს. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ცნობილი ქართველებისგან.

ნატუკა გულისაშვილი:

- საახალწლო სუფრას მოუხდება შემწვარი ქათმის ფილე ფორთოხლით. ერთ კილოგრამ ქათმის ფილეს დაბეგვავთ და ჩადებთ მარინადში, რომელიც მზადდება ერთი დიდი ფორთოხლის წვენით, მარილითა და პაპრიკით. ეს უკანასკნელი სუნელია, ასე ვთქვათ, არამწარე წიწაკა. მარინადში ნახევარი საათი გავაჩერებთ და ტაფაზე ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე სამ-სამი წუთი მოვბრაწავთ. ამ კერძისთვის სულ ოთხი ფორთოხალი გჭირდებათ, ერთის წვენს იყენებთ მარინადისთვის. რაც შეეხება დანარჩენ სამს, მათ კანს მოაცლით და დაჭრით. ავიღებთ ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელს, ძირზე ვუსვამთ ცხიმს და ფენებად ვაწყობთ დაჭრილ ფორთოხალს, მრგვლად დაჭრილ ერთ ვაშლს, გარდა კეხურასი, მარინადიდან ამოღებულ და შემწვარ ქათმის ფილეს, ისევ ვაშლს, ფორთოხალს, ორი სუფრის კოვზ მარინადს და შევდგამთ ქურაში. რომელიც 1800 -ზე უნდა იყოს გაცხელებული. 40 წუთში კერძი მზად არის. თეფშზე გადმოღებულს სილამაზისთვის შეგიძლიათ, მოაყაროთ კამა.

- რაიმე ტკბილიც გვასწავლე...

- ყველაზე მარტივ ტკბილეულს გასწავლით. ვიღებთ ხუთ დიდი ზომის ვაშლს (სასურველია იყოს ბანანი ან ანტონოვკა), ვჭრით შუაზე და ვუღებთ გულს. არ ვთლით. ამოღრუტნულ გულებში ვათავსებთ ერთმანეთში არეულ ნიგოზს, ქიშმიშსა და შაქარს და ზეთმოსხმულ ტაფაზე ვწვავთ. თეფშზე გადმოვიღებთ და მოვასხამთ კრემს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ნახევარ ქილა ''სგუშონში'' ვურევთ ერთ ქილა წყალს, დაბალ ცეცხლზე წამოვადუღებთ, ვუმატებთ ერთ სუფრის კოვზ ფქვილს და კარგად რომ მოიხარშება, მივიღებთ მოხარშულ კრემს. შეგიძლიათ, კრემს მოახეხოთ ცედრა, ანუ ლიმონის გახეხილი კანი. საოცარ არომატს აძლევს. ცხელ-ცხელ კრემს მოასხამთ შემწვარ ვაშლებს. უნდა მიირთვათ მაშინ, როცა კრემი გაცივდება... გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მგონი, თქვენი მკითხველისთვის კარგი საჩუქარი გამომივიდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს