ახალი დიეტა 5:2-ზე – მინუს 10 კილოგრამი

ახალი დიეტა 5:2-ზე – მინუს 10 კილოგრამი

მიზანი: წონის დაკლება, დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკის დაქვეითება.

მიდგომა: განტვირთვის დღეების იდეა თავისთავად არ არის ახალი. მაგრამ ბოლო დროს ყველაზე მოდური გახდა განმტვირთავი დიეტების უფრო მსუბუქი ვარიანტები - 8-24-საათიანი განტვირთვა. ყველაზე პოპულარული ვარიანტი, მათ შორის ცნობილ ადამიანებს შორისაც, არის დიეტა "5:2", რომელიც ინგლისელმა ექიმმა და სამეცნიერო ჟურნალისტმა მაიკლ მოსლიმ მოიფიქრა და კვირის განმავლობაში 2-დღიან განტვირთვას გულისხმობს. ამ დიეტით თვეში 10 კილოგრამს დაიკლებთ.

ძირითადი პრინციპი: განმტვირთავი დიეტების შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ევოლუციურად ჩვენი ორგანიზმი პერიოდული შიმშილობისთვის არის "განწირული" (ისტორიულადაც ხომ დიდ ნადიმებს ენაცვლებოდა საკვებზე ხან-გრძლივად უარის თქმა, რომელიც ძნელად მოიპოვებოდა), ხოლო პროდუქტების სიჭარბე და ადვილი მისაწვდომობა იწვევს ცხიმების დაგროვებას და დაა-ვადებების განვითარებას. გასაღები წონის მარტივად დაკლებისკენ და ყველა დიეტის უცილობელი პირობაა რეგულარული განტვირთვა, რომლებიც დიეტის მიხედვით რამდენიმე საათიდან დღეებამდე გრძელდება.

შეიძლება: ხორცი, თევზი, ფრინველი, თხილეული, ბოსტნეული და ხილი, კვერ-ცხი და სხვა დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტები.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს