20-ე საუკუნის ყველაზე საშინელი მოვლენები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

20-ე საუკუნის ყველაზე საშინელი მოვლენები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

გასული საუკუნე ომებით, დაპირისპირებებით, კატასტროფებითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო სავსე. ყველა ეს მოვლენა თავისებურად საშინელი იყო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

20-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ომები

20-ე საუკუნეში უამრავი ომი მოხდა, რომლებმაც დედამიწის მოსახლეობას უდიდესი ზიანი მიაყენა. დავიწყოთ პირველი მსოფლიო ომით, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 38 სახელმწიფო იღებდა. ომი ოთხი წლის განმავლობაში, 1914-1918 წლებში მიმდინარეობდა. ამ ომს 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პირველი მსლფლიო ომის დასრულების შემდეგ, მალევე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელიც  ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ომად იქცა. გამოთვლების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომში  62 მილიონი ადამიანი დაიღუპა. (სსრკ - 27 მლნ, გერმანია - 5,25 მლნ, პოლონეთი - 4,5-6 მლნ, იუგოსლავია - 1,7 მლნ, იაპონია - 1,8 მლნ, აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. მასში მონაწილეობას 62 სახელმწიფო იღებდა.

გასული ასწლეულის ტექნოლოგიური კატასტროფები

ყველაზე ცნობილი და სახიფათო ცხადია, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის, №4 რეაქტორზე, 1986 წელს მომხდარი აფეთქება გახდა. ხანძრის ჩაქრობას 10 დღის განმავლობაში სადგურის რამდენიმე ასეული თანამშრომელი და მეხანძრე ცდილობდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.

მსოფლიო რადიაციის ღრუბელში გაეხვა - ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო. მაშინ სადგურის, დაახლოებით, 50 თანამშრომელი დაიღუპა, ასეულობით მაშველი კი დაშავდა. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ს ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან 200 000 ადამიანი გამოიყვანეს.

რამდენიმე წლით უფრო ადრე, 1984 წელს ბხოპალსკის კატასტროფა მოხდა. ინდოეთში არსებულ ქარხანაში, სადაც მწერების გასანადგურებელ ქიმიკატებს აწარმოებდნენ, აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 4 000 ადამიანი იმავე მომენტში, ხოლო კიდევ 8 000 შემდეგ კვირაში დაიღუპა. გარდა ამისა, 500 000 ადამიანი მოიწამლა და სხვადასხვა სახის დაავადებებით დაავადდა, რომლებიც მათ შთამომავლებს დღემდე დაჰყვებათ. აღსანიშნავია, რომ აფეთქების მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

ბუნებრივი კატაკლიზმები

20-ე საუკუნეში მომხდარ ყველაზე დიდ ბუნებრივ კატაკლიზმად 1960 წელს მომხდარი ჩილეს მიწისძვრა შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიწისძვრის შედეგად, 2 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეწყერმა რამდენიმე მდინარეს შეუცვალა მიმართულება.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცუნამი ალიასკაზე დაფიქსირდა, როდესაც რამდენიმე ასეული კუბური მეტრის წყალმა და ყინულმა სანაპირო ზოლი დაფარა. მომხადრმა კატასტროფამ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწია, იმის გამო, რომ ალიასკის ეს რეგიონი არ იყო დასახლებული.

ადამიანის გამო მომხდარი ყველაზე საშინელი მოვლენა

პირველ ადგილს ამერიკელების მიერ, ჰიროსიმასა და ნაგასაკის განადგურება იკავებს, რომელიც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს მოხდა. ატომური აფეთქების შემდეგ, ქალაქები წაშლილი იყო მსოფლიო რუკიდან. მომხდარმა კაცობრიობას უჩვენა, რამდენად გამანადგურებელი შეიძლება იყოს ატომური იარაღი.

შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“