დნმ: ადამიანის წარმოშობის საიდუმლო?

დნმ: ადამიანის წარმოშობის საიდუმლო?

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, იგივე დნმ ე.წ. "მონაცემთა ბაზაა", რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის შენახვას, თაობიდან თაობაზე გადაცემასა და რეალიზებას. დნმ-ის შესახებ სამყარომ 1868 წელს შეიტყო, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იოჰან ფრიდრიხ მიშერმა გააკეთა. აღმოჩენიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, ორმა მეცნიერმა დაადგინა, რომ დნმ ორი სპირალისგან შედგება. ეს მეცნიერები ფრენსის კრიკი და ჯეიმს უოტსონი იყვნენ.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს დნმ-ის შესახებ:

  • პლანეტის მთელი მოსახლეობის დნმ 99,9%-ით ერთნაირია, მხოლოდ დარჩენილი 0,1% არის უნიკალური და სწორედ ის განაპირობებს ჩვენს ინდივიდუალიზმს.
  • ჩვენ 50%-ით ბანანები ვართ, ჩვენი დნმ ასაკის, სქესის, რასის და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორების მიუხედავად, 30%-ით სალათის ფოთლების და 50%-ით ბანანის იდენტურია.
  • ერითროციტები ერთადერთი უჯრედია, რომელიც არ შეიცავს დნმ-ს.
  • ადამიანის დნმ 80 000 გენს შეიცავს, რომელთაგან 200 ბაქტერიისგან გვაქვს გადმოცემული.
  • ძალიან იშვითად ჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ერთის ნაცვლად, 2 დნმ აქვთ, ასეთ ადამიანებს ქიმერებს უწოდებენ, მათ ორგანიზმში ორგანოებს სხვადასხვა დნმ აქვთ.
  • ადამიანს 2 ქრომოსომით ნაკლები აქვს, ვიდრე შიმპანზეს.
  • ადამიანის გენეტიკურ კოდს 2 მნიშვნელობა აქვს. ადრე ითვლებოდა, რომ მნიშვნელობა მხოლოდ ერთია, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ სტამატოიანოპოლუსმა საკუთარ გუნდთან ერთად მისი მეორე მნიშვნელობაც აღმოაჩინა. აღმოჩენა მომავალში ხელს შუწყობს ექიმებს, ე.წ. "გენეტიკური" მკურნალობის ჩატარებაში.
  • კოსმოსში არის "უკვდავების დისკი", რომელშიც გამოჩენილი ადამიანების ციფრული დნმ ინახება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს