თვითაალება, რატომ იწვებიან ადამიანები ცოცხლად?

თვითაალება, რატომ იწვებიან ადამიანები ცოცხლად?

თვითაალების პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევა 1725 წლის 19 თებერვალს, პარიზის ერთ-ერთ პატარა სასტუმროში მოხდა. სასტუმროს მფლობელის მეუღლე, რომელიც ალკოჰოლიზმით იყო ავად, სარდაფში ღვინის ბოთლთან ერთად ჩავიდა. მოგვიანებით, მისი მძინარე მეუღლე დამწვრის სუნმა გააღვიძა. როდესაც მამაკაცი სარდაფში ჩავიდა, მან მხოლოდ დამწვარი ქალის ნარჩენები აღმოაჩინა.

ფეხის ნაწილი შავ ფეხსაცმელში - ეს ერთადერთი რამაა, რაც მერი რიზერისგან დარჩა. ქალისგან, რომელის 1951 წელს იმ სავარძელთან ერთად დაიწვა, რომელზეც იჯდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ცეცხლს, გვერდით არსებული ჟურნალ-გაზეთები გადაურჩნენ. კედლებზე არ იყო კვამლის ნარჩენები, რომლებიც ყველა ფიზიკური კანონების მიხედვით, უნდა დარჩენილიყო ცეცხლის გაჩენის შემდეგ.

ლონდონში, სტვენ-გრინზე სეირნობის დროს, 19 წლის ოპერატორს პოლ ჰეიზს უცებ მუცელზე მოეკიდა ცეცხლი. მან მოახერხა ასეთ მდგომარეობაში საავადმყოფომდე მიღწევა, სადაც საბედნიეროდ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

1988 წელს, 71 წლის ინგლისელი ქალბატონი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს თვითაალების ფაქტის შემდეგ, მაშინ, როცა მისი ქმარი ცეცხლის ჩაქრობის დროს საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა.

1998 წელს ესპანეთის მოქალაქე რობერტო გონსალესი საკუთარ ქორწილში, სადღეგრძელოს მოსმენის დროს, ასობით ადამიანის წინაშე აალდა. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის ალმა მის გარდა, არავინ დააზიანა.

1985 წელს ინგლისში თვითაალების ერთდროულად რამდენიმე ფაქტი მოხდა. ახალგაზრდა სტუდენტი ჩეშირის კოლეჯის ჰოლში ჩამოვიდა და უეცრად სტუდენტების თვალწინ აალდა. სამწუხაროდ გოგონას სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კიდევ ერთი მსხვერპლი ასაკოვანი ქვრივი მერი კარტერი გახდა, რომელიც საკუთარი სახლის ჰოლში ოპოვეს მკვდარი. ასანთის პოვნა გვამის გვერდით ვერ მოხერხდა, რის გამოც, ფაქტი ვერ ახსნეს.

ყველაზე ზუსტად თვითაალების ფაქტს შემდეგი ჰიპოთეზა ხსნის: ჩვენი ორგანიზმი შეიცავს ქიმიურ ელემენტებს (მაგალითად, მეთანს), რომელთაც ერთმანეთთან ან ჰაერთან ურთიერთქმედების დროს აალება შუძლიათ.

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა