საუკეთესო სმარტფონები, რომლებიც 2015 წელს გამოდის

საუკეთესო სმარტფონები, რომლებიც 2015 წელს გამოდის

SAMSUNG GALAXY NOTE EDGE

ახალი "სამსუნგის" სმარტფონი QHD-ის ეკრანი დღემდე წარმოებული ყველა "სამსუნგის" სმარტფონის ეკრანზე დიდია.

სხვა მხრივ, ეს აპარატი "ნოუთ 4"-ის მონაცემებით იქნება აღჭურვილი. მისი შეძენა ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი და საბაზრო ფასი 399 ამერიკული დოლარი იქნება.

LG G FLEX 2

კომპანია "ელჯი" სმარტფონების წარმოების მხრივ კარგ ფორმაშია. მისმა ბოლო მოდელმა "ელჯი ჯი3"-მა მრავალი ფანი გაიჩინა. ვრცელდება ხმები, რომ კომპანია 2015 წელს ახალ სმარტფონს გამოუშვებს, "ჯი ფლექსის" მოდელის განახლებულ ვერსიას.

SONY XPERIA Z4

მართალია "Xperia ზეტ სამი" სულ ახლახან გამოვიდა და ძალიან კარგი ტელეფონიცაა, მაგრამ როგორც ჩანს, კომპანია "სონი" უკვე მზადაა ახალი დამატებებით გამოუშვას აპარატის განახლებული ვერსია. ახალი Xperia Z4 წლის დასაწყისშივე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე. ნავარაუდევია დინამიკების სიძლიერის გაზრდა და ეკრანის HD გაფართოების გაძლიერება. ასევე ვრცელდება ხმები, რომ მოდიფიკაციას განიცდის კამერაც, რომელიც 20.7 მეგაპიქსელამდე გაიზრდება.

MOTOROLA MOTO MAXX

"მოტოროლას" ახალი სუპერ ტელეფონი აქვს, რომელსაც "მოტო მაქსი" ქვია. მშვენიერი "მოტო იქსის" და "ნექსუს 6"-ს შემდეგ, "მოტო მაქსი" მასიური ბატარეით იქნება აღჭურვილი: 3900mAH. კომპანიაში ამბობენ, რომ დატენვის გარეშე ის სრულ ორ დღეს იმუშავებს აქტიური გამოყენების რეჟიმში. "მოტოროლაში" აგრეთვე ირწმუნებიან, რომ ყველაზე ძლიერი პროცესორი სწორედ მათ აპარატს ექნება და კამერის რეზოლუციასაც 21 მეგაპიქსელზე აიყვანენ.

MICROSOFT LUMIA 1020 REPLACEMENT/RM-1052

"ლუმია 1020" მობილური ფოტოგრაფიის სუპერვარსკვლავი იყო და არასოდეს შეცვლილა სხვა უკეთესი აპარატით. თუმცა გამოჩნდა ახალი სმარტფონის ფოტოები, რომელსაც გაცილებით დიდი ზომის კამერა აქვს. ფოტოზე თქვენ ხედავთ "ნოკია მაკლარენის" გაუქმებული პროექტის პროტოტიპს ან "ლუმიას" ახალ გაუმჯობესებულ მოდელს. თუ ამ პროექტზე მუშაობა დასრულდა და გაყიდვაში გამოვიდა, 2015 წელს მობილურ სამყაროში ახალი ფოტოგრაფიის ვარსკვლავი გაბრწყინდება.

მომზდებულია msn.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს