რა მოხდება, თუ ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკას ქართველ ყმადნაფიც მეფეთა მეთოდით წარმართავს - მძევლების გადანაწილების სქემა

 რა მოხდება, თუ ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკას ქართველ ყმადნაფიც მეფეთა მეთოდით წარმართავს - მძევლების გადანაწილების სქემა

შუა საუკენეებში აპრობირებული მეთოდი იყო, როდესაც ვასალი ქვეყნის ხელისუფალი ქვეყანაში, რომლის ყმადნაფიციც იყო, მძევალს აგზავნიდა, რითაც საკუთარ მორჩილებასაც გამოხატავდა და სანაცვლოდ, ძლევამოსილი ქვეყნის კეთილგანწყობასაც მოიპოვებდა. დღეს რომ იგივე სიტუაცია იყოს, ვის სად გაგზავნიდა პრემიერი:

ერაყში - მანანა კობახიძე. ამ ქვეყანაში ხშირად ხდება ტერაქტები და მკვლელობები, ხოლო მანანა კობახიძე იტყოდა - "იქნებ შეაგინა და იმიტომ ააფეთქა", რითაც სიტუაცია დარეგულირდებოდა, სანაცვლოდ კი ერაყელები მადლობას შემოგვითვლიდნენ;

რუსეთი - გივი სიხარულიძე. რუსეთში ქალთა გავლენა ჯერ კიდევ დიდია. გივის იქ ჩასვლის შედეგად, ყველა ბედნიერი იქნებოდა და ჩვენც ეგებ გვშველებოდა რამე;

აშშ (კონკრეტულად კი ჰოლივუდი) - ქეთი დოლიძე. ჩასვლისთანავე ის ყველას აიძულებდა, რომ ენახათ მისი "კუკარაჩა";

საფრანგეთი (შერბური) - ეს ქალაქი მთელს მსოფლიოში ქოლგებთან ასოცირდება და ამიტომ უპრიანი იქნება, თუ იქ მძევლად ავთანდილ ბერიძეს მივავლენთ, რომელიც ჩაატარებს ლექციებს თემაზე - "ქოლგა და მისი გამოყენების ხელოვნება";

ჰოლანდია - მიხეილ სააკაშვილი. იქ ჩასულ ექს-პრეზიდენტს აუცილებლად უნდა მიეცეს ლაპარაკის საშუალება, რის მერეც ჰოლანდიელები იფიქრებენ - აუ, საქართველოში უფრო მაგარი მარიხუანა ცოდნიათო და ტურისტების ზღვა მოგავწყდება;

ვატიკანი - ეკა ბესელია. მისი იქ ჩასვლის შემდეგ, ვატიკანში აღარ იქნება საჭირო რადიო და ყველაფერს ეკა ბესელია წაიკითხავს, ხოლო მის ნათქვამზე - "ხალხოოოოოოო", მთელი ქვეყანა შეიკრიბება;

ინგლისი - ნიკა მელია. ინგლისელ დიდებულებს ოდითგანვე იტაცებდათ მელიებზე ნადირობა და თუ ჩვენ მათ ცოცხალ მელიას გავუგზავნით, უდავოდ კმაყოფილები დარჩებიან;

იაპონია - აკაკი ბობოხიძე და გავაყოლოთ ზურაბ ზვიადაური. ისინი იაპონელებს ასწავლიან კარატეს დღემდე უცნობ ილეთებს;

ჩინეთი - გივი თარგამაძე. ის სულს ამოხდის ჩინელებს, რის შემდეგაც მათი დემოგრაფიული პრობლემა გადაიჭრება;

იტალია - ნიკა ანთიძე, რომელიც იტყოდა, რომ კოლიზეუმი არაა ისტორიული ძეგლი და მისი აფეთქების ნებართვას გასცემდა, მართალია ამით იტალიელებს მოვიმდურებდით, სამაგიეროდ "RMG-GOLD"-ი კმაყოფილი დარჩებოდა;

ევრკავშირის ნებისმიერი ქვეყანა - ზურაბ ტყემალაძე. ის პენსიონერებს დაარწმუნებდა, რომ ათი ევროს მომატების გამო მადლობლები უნდა იყვნენ;

ჩეხეთი - გოგი თოფაძე. ბოლოს მოუღებს ჩეხურ ლუდს, მართალია ჩეხები განაწყენდებიან, სამაგიეროდ, გერმანია დაგვრჩება მადლობელი;

ავსტრალია - ნოდარ ხადური. მუსრს გაავლებს ავსტრალიაში არსებულ ცხვრებს, მართალია ავსტრალიელები განაწყენდებიან, მაგრამ ნოდარი იქნება კმაყოფილი;

ავღანეთი - ალექსანდრე ჭიკაიძე. ის კარგად ცნობს ბატონ თალიბანს და მასთან ურთიერთობის დარეგულირება არ გაუჭირდება, რითაც ავღანელების გულს მოიგებს;

სომალი - გუბაზ სანიკიძე. სომალელი პოლიტიკოსები მას გამოიყენებენ წინასაარჩევნო დაპირებად, კონკრეტულად კი, ამომრჩეველს დაპირდებიან, რომ ვინც ხმას მისცემს, ყველა გუბაზივით გასუქდება.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ ვინ სად უნდა გაიგზავნოს. საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი, სადაც კანდიდატების ვინაობას განიხილავენ და შემდეგ დაამტკიცებენ. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ საქართველოს პოტენციალი ულევია, უბრალოდ, მისი სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ნახეთ ამ ავტორის ყველა სტატია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს