იოგურტის დიეტა – დაიკელით გემრიელად კვირაში 4-5 კილოგრამი

იოგურტის დიეტა – დაიკელით გემრიელად კვირაში 4-5 კილოგრამი

იოგურტის დიეტა კვირაში 4-5 კგ-ს დაგაკლებინებთ. ამასთან, ის დაბალანსებულია და თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. ვისაც თავის თავზე გამოუცდია ეს დიეტა, აღუნიშნავს, რომ ის ძალიან გემრიელია და შესაბამისად, სასიამოვნო დასაცავია.

იოგურტის დიეტის ავტორი გერმანელი ექიმი ზეიკია, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში შვეიცარიის სანატორიუმის ელიტარულ კლიენტებს ამ დიეტის მეშვეობით ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა.

იოგურტის დიეტის რაციონი ერთი დღისთვის:

500 გრ ნატურალური იოგურტი უნდა გაანაწილოთ 4-5-ჯერად კვებაზე. ამას უნდა დაუმატოთ 400 გრ ახალი ხილი, რომლისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები და მოასხათ იოგურტი. მხედველობაში იქონიეთ, რომ არ შეიძლება ტკბილი ხილის გამოყენება, ისეთების, როგორებიცაა: ყურძენი, მსხალი, ნესვი, საზამთრო. დიეტისთვის საუკეთესო ვარიანტია ვაშლი და ციტრუსები.

სადილად (ან თუ სურვილი გექნებათ, ვახშმად) იოგურტთან ერთად მივირთმევთ 100 გრ უცხიმო, მჭლე ხორცს და კიტრისა და პომიდვრის სალათას.

ვსვამთ: მწვანე ან შავ ჩაის, ონკანის წყალს და მინერალურს. დღის განმავლობაში მისაღები სითხის საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს 1,5 ლიტრს. გარდა ამისა, კვებებს შორის შეგიძლიათ დალიოთ ახალგამოწურული წვენები, უმჯობესია, ბროწეულის, გრეიპფრუტის, ვაშლის, ფორთოხლის. რეკომენდებულია წვენების გადადუღებულ წყალში გაზავება, პროპორციით 1:2-ში.

იოგურტის დიეტის მაგალითი ასეთია:

იხილეთ სრული ტექსტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს