ამერიკიდან დაბრუნებული "საეჭვოდ" გასუქებული სოფო ნიჟარაძე ჭორებს ეხმაურება - "არაფრის მალვას არ დავიწყებ"

ამერიკიდან დაბრუნებული "საეჭვოდ" გასუქებული სოფო ნიჟარაძე ჭორებს ეხმაურება - "არაფრის მალვას არ დავიწყებ"

სოფო ნიჟარაძე თბილისში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის "რუსთავი 2"-ს მუსიკალური ტალანტ-შოუ "X-ფაქტორის" ჟიურიში გამოჩნდება, თუმცა, როგორც წესი, სოფოს მსმენელს არა მისი კარიერული სიახლეები, არამედ მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს.

აღსანიშნავია, რომ სოფომ წონაში მოიმატა, რასაც სოციალურ ქსელებში მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ყველაზე გავრცელებული ჭორი კი მის ორსულობას შეეხებოდა. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა თბილისში დაბრუნებულ მომღერალს "პრაიმ-ტაიმი".

"ამერიკაში კვების პრობლემაა. რაც არ უნდა ეცადო, წონაში მაინც იმატებ. მე ამ პრობლემის წინაშე მართლაც დავდექი. საზოგადოება მინდა დავაწყნარო, არც ისე ბევრი მაქვს მომატებული. შვილს არ ველოდები. ყველაფერს გაიგებთ. არაფრის მალვას არ დავიწყებ. რაც არის ეგ არის. შვიდი კილო მქონდა მომატებული. ამერიკაში წონაში ყველა იმატებს. ცუდი პროდუქტი კი არ არის, გენმოდიფიცირებულია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. ბიოპროდუქტი უნდა მიიღო, თუ არადა, სუქდები", - ამბობს მომღერალი გამოცემასთან საუბრისას.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს