Las Isla de las Muñecas - საიდუმლოებით მოცული თოჯინების კუნძული

Las Isla de las Muñecas - საიდუმლოებით მოცული თოჯინების კუნძული

ამ უცნაური და საიდუმლოებით მოცული ადგილის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც მასზე განდეგილი დონ ხულიან სანტანა დასახლდა, რომელიც მთელ დროს მარტო ატარებდა. 1950 წელს, კუნძულის მახლობლად პატარა გოგონა დაიხრჩო. ტრაგედიის ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცმა თოჯინა იპოვა, რომელიც ხეზე ჩამოკიდა. ამის შემდეგ, სანტანამ გადაგდებული თოჯინების შეგროვება და ხეზე ჩამოკიდება დაიწყო.

2001 წელს, 80 წლის ასაკში დონ ხულიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი სწორედ იმ ადგილას დაიხრჩო, სადაც მრავალი წლის წინათ, პატარა გოგონას გვამი აღმოაჩინეს. შემგროვებლობის 50 წლის განმავლობაში კუნძულზე ათასზე მეტი თოჯინა აღმოაჩინეს. თოჯინებმა თვალების, კიდურებისა და თავების გარეშე, კუნძულის თითქმის ყველა ხე მოიცვეს. ამჟამად, მექსიკაში არსებული კუნძული Las Isla de las Muñecas საშიში ისტორიების მოყვარული ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ სანახაობას წარმოადგენს.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს