მკვდარი კუნძული ჰასიმა - ქალაქი მოჩვენება (+ ფოტოგალერეა)

მკვდარი კუნძული ჰასიმა - ქალაქი მოჩვენება (+ ფოტოგალერეა)

იაპონური კუნძული ჰასიმა 1810 წლამდე მხოლოდ კლდის ნატეხი იყო. შემდეგ დასავლეთ ჩინეთის ზღვებში დიდი რაოდენობით ქვანახშირი იპოვეს, რის გამოც იაპონიის მთავრობამ დაიწყო კუნძულის გაფართოება, რომ შეძლებოდა ქვანახშირის მარტივად მოპოვება. 1890 წელს კომპანია "მიცუბიშიმ" შეისყიდა კუნძული და ააშენა მთელი ქალაქი მეშხტეებისთვის. აქტიურ პერიოდში ქალაქში 5000 ადამიანი ცხოვრობდა. 1960-იანი წლების დასაწყისში ქვანახშირი ნავთობმა ჩაანაცვლა, რის გამოც "მიცუბიშიმ" მიატოვა კუნძულზე სამუშაოები და მოსახლეობაც გაიყვანა ქალაქიდან. 1974 წლის 20 აპრილს უკანასკნელმა ადამიანმა დატოვა კუნძულის ტერიტორია.

თავიდან კუნძული დამთვალიერებლებისთვის დახურული იყო და აკრძალვის დამრღვევს 30 დღიანი პატიმრობა ან ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებოდა. დღეისათვის აკრძალვა ცოტათი შემსუბუქდა და ტურისტებისთვის მინი ტურიც ეწყობა კუნძულის კონკრეტულ მონაკვეთებზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია poznavatelno.net-ს მიხედვით.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"

"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ

ამერიკელმა ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნინო ბურჯანაძე ცხვირს პირბადით იწმენდს - რა კომენტარებს წერენ უცხოელები