ბრიტანეთში ლგბტ ბავშვებისთვის პირველი სკოლა იხსნება

ბრიტანეთში ლგბტ ბავშვებისთვის პირველი სკოლა იხსნება

მანჩესტერში 2018 წლისთვის ლგბტ ბავშვებისთვის პირველი სპეციალიზებული სკოლის გახსნა იგეგმება. ამ სასწავლო დაწესებულების გახსნის ინიციატივა ორგანიზაცია LGBT Youth North Wes-ს ეკუთვნის, რომელიც სექსუალური უმცირესობების დასაცავად მთელ მსოფლიოში საქმიანობს.

სკოლა სპეციალიზებული სკოლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიხსნება, მის ნაწილობრივ დაფინანსებას - 24 000 დოლარს წელიწადში ზემოხსენებული ორგანიზაცია გაიღებს. პროექტისთვის LGBT Youth North Wes-მა სახელმწიფოსგან უკვე მიიღო 63 000 ფუნტი (96 000 დოლარი).

სკოლა 60 ბავშვზეა გათვლილი. დონორი ორგანიზაციის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ დაწესებულება მიღებისას იმ ბავშვებს მიანიჭებს უპირატესობას, რომლებიც უკვე ლგბტ საზოგადოების წევრები არიან. თუმცა ადგილი ტრადიციული ორიენტაციის მქონე მოსწავლეებისთვისაც დარჩება.

LGBT Youth North West-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელის, ამელია ლის განცხადებით, ასეთი დაწესებულებების გახსნის საჭიროება ნამდვილად არსებობს. მისივე თქმით, მიუხედავად კანონმდებლობისა, რომელიც უმცირესობებს იცავს, სკოლებში არატრადიციული ორიენტაციის მქონე მოსწავლეები მაინც შიშისა და ზექოლის ქვეშ არიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს