დეილ კარნეგის ციტატები, რომელთა გამო, მას მადლობას ეტყვით

დეილ კარნეგის ციტატები, რომელთა გამო, მას მადლობას ეტყვით

მწერალი, პუბლიცისტი, ფსიქოლოგი და პედაგოგი დეილ კარნეგი ცხოვრობდა პრინციპით, რომ "არ არსებობენ ცუდი ადამიანები". არსებობს მხოლოდ ცუდი გარემოებები, რომელთაც უნდა ებრძოლო და სულაც არაა საჭირო ამის გამო, ცხოვრებისა და გარშემომყოფების განწყობის გაფუჭება.

წარმოგიდგენთ მის 15 ციტატას, რომელთა გამო მას მადლობას ეტყვით:

  • ყველა ადამიანი დღეში ხუთი წუთი მაინც არის სულელი. ნამდვილი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ არ გადააჭარბო ამ ლიმიტს.
  • ღიმილი არაფერი ღირს, თუმცა, ძვირად ფასობს.
  • თუკი ცხოვრება ლიმონს გაძლევს, გააკეთე მისგან ლიმონათი.
  • როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ომს იწყებს, ის უკვე რაღაცად ფასობს.
  • იყავით დაკავებულები. ეს მსოფლიოში ყველაზე იაფიანი წამალია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური.
  • გამომეტყველება, რომელსაც სახეზე ატარებთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამოსი, რომელიც გაცვიათ.
  • წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი შედეგები, რომელიც შეიძლება მოიტანოს თქვენმა ქცევამ, წინასწარ შეეგუეთ მას და იმოქმედეთ!
  • გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე სასიამოვნო და კარგი ასოთშეხამებაა დედამიწის ზურგზე.
  • ჩვენი უბედურებების საიდუმლო იმაშია, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობთ, ბედნიერები ვართ თუ არა.
  • ბრძენი ადამიანისთვის, ყოველ დღე ახალი ცხოვრება იწყება.
  • ბევრი ადამიანი ექიმს ეძახის, როცა სინამდვილეში აუდიტორია ესაჭიროება.
  • ადამიანები არ ინტერესდებიან არც ჩემით, არც თქვენით, დილით, შუადღეზე და საღამოს ისინი მხოლოდ საკუთარი თავით არიან დაკავებულები.
  • ისწავლეთ საკუთარი თავის სხვა ადამიანის პოზიციაზე დაყენება და გაგება იმისა, თუ რა სჭირდება მას და არა თქვენ. იმ ადამიანის გვერდით, ვინც ამას ისწავლის, მთელი მსოფლიო იქნება.
  • რაიმის დასწავლის ძლიერი სურვილი, ეს წარმატების 50%-ია.
  • მოიქეცი ისე, თითქოს, უკვე ბედნიერი ხარ და სინამდვილეშიც ბედნიერი გახდები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს