სტივ ჯობსის ქვრივი პაპარაცებმა ცნობილ პოლიტიკოსთან ერთად გამოიჭირეს

სტივ ჯობსის ქვრივი პაპარაცებმა ცნობილ პოლიტიკოსთან ერთად  გამოიჭირეს

უკვე სამ წელიწადზე მეტი გავიდა სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ და მისმა ქვრივმა ახალი სიყვარული იპოვა. რამდენიმე დღის წინ, 51 წლის ლორენ ფაუელი ამერიკელი პოლიტიკოსის, კოლუმბიის რიგით მეექვსე მერის, 44 წლის ადრიან ფენტის იახტაზე შენიშნეს. წყვილი კარიბის ზღვის აუზში, კაიმანის კუნძულების მახლობლად ნებივრობდა. ლორენისა და ადრიანის ურთიერთობების შესახებ ხმები ჯერ კიდევ 2013 წელს ვრცელდებოდა, თუმცა, მათი ერთად ფოტოზე აღბეჭდვა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ფაუელი 2011 წლის ოქტომბერში დაქვრივდა, როდესაც კომპანია Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი, 56 წლის ასაკში პანკრეასის კიბოს შედეგად გარდაიცვალა. წყვილს სამი შვილი ჰყავდა. რაც შეეხება ფენტის, იგი მერი 2007-2011 წლებში იყო, ხოლო მეუღლეს 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2013 წლის იანვარში დაშორდა. მათაც ჯობსი-ფაუელის მსგავსად სამი შვილი ჰყავდათ.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს