სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ჰომოსექსუალმა მამაკაცმა სამი ჩეჩენი სცემა

სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ჰომოსექსუალმა მამაკაცმა სამი ჩეჩენი სცემა

სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ჰომოსექსუალმა მამაკაცმა სამი ჩეჩენი სცემა. ინციდენტი მოსკოვის ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან გამოსულმა ამირ ტალბოევმა მისი მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გაიგონა, რომელიც მის ორიენტაციას ეხებოდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, 27 წლის დაღესტნელი ამირ ტალბოევი ჰომოსექსუალია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ჩეჩნეთის სამი მოქალაქე, რომლებმაც მამაკაცის დაცინვა სცადეს, ამჟამად, საავადმოყოფოში არიან გადაყვანილები. ყველა მათგანს სხეულის დაზიანებები, მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნება.

ამირ ტალბოევი სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ჩეჩნეთის მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილის, "პრიორას" საჭესთან დაჯდომას ცდილობდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი არ აპირებდა მანქანის მოპარვას, არამედ მისი დამტვრევა უნდოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს