"ფეისბუქი" განქორწინებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა

"ფეისბუქი" განქორწინებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა

ბრიტანელმა იურისტებმა, "ფეისბუქი" განქორწინების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელეს. მათი თქმით, ხშირად სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით იგებენ წყვილები ღალატის შესახებ.

იურიდიული კომპანია Lake Legal-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს ანალიზი განქორწინებების საქმეზე. შედეგად, მათ გამოიტანეს დასკვნა, რომ "ფეისბუქის" მეშვეობით, შესაძლოა კონტაქტის განახლება ყოფილ პარტნიორებთან. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ადამიანები პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს აქვეყნებენ, რომელთა გამოყენება სასამართლოშიც კი შეიძლება. შედეგად, განქორწინების სურვილის მქონე პირები, ხშირად იყენებენ "ფეისბუქის" მონაცემებს კომპრომატების სახით.

ასევე, კომპანია Stowe Family Law-ს თავმჯდომარემ, ჯულიან ჰოუკჰედმა განაცხადა, რომ მის თანამშრომლებთან გამუდმებით მოდიან კლიენტები, რომლებიც საკუთარი მეორე ნახევრების ღალატის მტკიცებულებებს სოციალურ ქსელებში პოულობენ. "ადამიანები უფრო ყურადღებით უნდა მოეკიდონ პირად ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ ქსელებში ტოვებენ", - აღნიშნა ექსპერტმა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს