ყველაზე სასურველი პრინცები

ყველაზე სასურველი პრინცები

რომელ გოგონას არ უოცნებია ნამდვილ პრინცზე. მართალია, პრინცები ცოტანი არიან, თუმცა, მაინც არსებობენ. გთავაზობთ ყველაზე სასურველი, უცოლო პრინცების ჩამონათვალს:

პრინცი ჰარი

გარეგნობა: სიმაღლე 188 სანტიმეტრი, წითური თმა და ცისფერი თვალები.

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, მართალია, გარეგნულად ნაკლებად მოგვაგონებს არისტოკრატს და უფრო მეტად ჩვეულებრივ ირლანდიელ ბიჭუნას გავს, სამაგიეროდ, ჰარი უბადლო სხეულის პატრონია. 30 წლის პრინცმა უკვე მოასწრო სამხედრო აკადემიისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულება. პრინც ჰარის ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ მის საქციელს არ შეიძლება სამაგალითო უწოდო, მისი უფროსი ძმისგან განსხვავებით. მაგრამ ასეთ მომხიბვლელ ბიჭს შეიძლება ონავრობაც აპატიო - უბრალოდ, ცოცხალი, უშუალო ხასიათი აქვს.

კარლ ფილიპი

პრინცი კარლ ფილიპი შვედეთის სამეფო ოჯახის ერთადერთი პრინცია. თუმცა, გენდერული თანასწორობის კანონის თანახმად, ტახტის მემკვიდრე მისი უფროსი და არის. მიუხედავად ამისა, პრინცს უამრავი უპირატესობა აქვს. იგი 35 წლისაა, მან უნივერსიტეტი გრაფიკული დიზაინის განხრით დაამთავრა, იღებს ფილმებს და ბევრს მოგზაურობს. ამჟამად პრინცი მოდელ სოფია ჰელკვისტზეა დანიშნული. სოფია ჰელკვისტი 25 წლის ფოტომოდელია და იოგის მწვრთნელი. თუმცა შოუბიზნესში გზა რეალითი შოუებითა და მამაკაცების ჟურნალებისთვის გადაღებული შიშველი ფოტოებით გაიკვალა.

პრინცი ანდრეა კაზირაგი

მონაკოს პრინცესა კაროლინასა და მისი ქმრის, აწ გარდაცვლილი სტეფანო კაზირაგის სამი შვილიდან უფროსი, ქერა თმას თავის ბებიას - ჰოლივუდის ვარსკვლავ გრეის კელის უნდა უმადლოდეს. მისი ჰობი "სვოჩის" საათების, ლუის სიოლას სმოკინგების შეგროვებაა. უყვარს თხილამურები და ცხენზე ჯირითი, ეუფლება სხვადასხვა ენას, შესანიშნავი მანერები აქვს და ყოველთვის გემოვნებით აცვია. 1999 წელს ჟურნალმა People Magazine-მა 30 წლის ანდრეა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების სიაში შეიყვანა.

ამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი

ამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი დუბაის პრინცია და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტახტის ერთ-ერთი მთავარი მემკვიდრე. ამჟამად მისი ქონება 18 მილიარდ დოლარს აღემატება. პრინცმა პირველადი განათლება კერძო სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა ბრიტანეთის სამხედრო სასწავლებელსა და ლონდონის ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო. ამჟამად, 32 წლის შეიხი დუბაის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილისა და სპორტული პრეზიდენტის პოსტებს იკავებს. მამის მსგავსად, ჰამდანი ლექსებს წერს, რომელთა ძირითადი მოტივები ოჯახი, სამშობლო და რომანტიკული ურთიერთობებია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს