"გეძღვნებათ თქვენ, ქალებო, ვინც ფიქრობთ, რომ უშნო მუცლები გაქვთ და საერთოდ, მახინჯები ხართ"

"გეძღვნებათ თქვენ, ქალებო, ვინც ფიქრობთ, რომ უშნო მუცლები გაქვთ და საერთოდ, მახინჯები ხართ"

მე 34 წლის ვარ. ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვისწავლე როგორ უნდა დავმალო ფიზიკური ნაკლი ისე, რომ ის ან ნაკლებად, ან საერთოდ არ გამოჩნდეს. ვიცი, რომ ეს ნაკლი ჩემი ასაკის და უფრო პატარა ასაკის ქალების დიდზე დიდ პროცენტს აწუხებს, მაგრამ ეს ხომ ჩემთვის შვება არ არის.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დავფეხმძიმდი. 6 თებერვალი იყო. ესპანურის გაკვეთილიდან ვბრუნდებოდი. ყინავდა. გზად აფთიაქში შევიარე და ფეხმძიმობის ტესტი ვიყიდე. გული ისეთი გამეტებით მიცემდა, რომ ძლივს მოვახერხე არაჟნის ქილისთვის შარდის დამიზნება. ნერვიულობისგან მოყინული თითებით გავხსენი ტესტი და შარდიან ქილაში ჩავდე. ორივე ხაზი გაწითლდა. ორსულად ვიყავი. უკვე 11 წელია ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღედ მოიხსენიება. თვით მარიტას დაბადებამაც კი ვერ ჩაანაცვლა ეს დღე. იმიტომ, რომ ამ დღეს გავთავისუფლდი მძიმე ტვირთისგან და შიშისგან, რომ შვილი არ მეყოლებოდა.

იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დილით ვდგებოდი სარკის წინ პროფილში და გაბრტყელებულ მუცელს ვაკვირდებოდი. გაბრტყელებული მუცელი საღამოთი შემებერებოდა ხოლმე, არაფერი განსაკუთღებული, უბრალოდ საღამოობით მუცელი საჭმლით მქონდა სავსე...

3 თვის თავზე, დილით რომ ავდექი და მუცელი ისევ გაბრტყელებული დამხვდა, ექიმთან წავედი და ჩავაცივდი, კარგად დააკვირდი მაგ შენ ეკრანს, მგონი სულ ტყუილად ვფიქრობთ, რომ ორსულად ვარ-მეთქი. ერთი კი გადმომხედა გაოცებულმა, სავარაუდოდ იფიქრა, რომ მაგრად ვურევდი და მითხრა: "აი ნახე, ამ მუხუდოს მარცვალს ხედავ? აი ეგ არის შენი შვილიო

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს