კაცი, რომელმაც ავადმყოფი შვილი სამუდამოდ მიატოვა - ამის გამო მამები შვილებს არ ტოვებენ...

კაცი, რომელმაც ავადმყოფი შვილი სამუდამოდ მიატოვა - ამის გამო მამები შვილებს არ ტოვებენ...

ხშირად ცხოვრებისეული რეალობა იმდენად მძიმეა, რომ ადამიანები ცდილობენ ამ ყოფას გაექცნენ და დროთა განმავლობაში წარსული დაივიწყონ, მაგრამ თუ "დასავიწყებელი წარსული" შენი შვილია, მაშინ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია.

28 წლის მაკა უნებურად სხვისი ამბის მონაწილე გახდა და თუ როგორ განვითარდა მოვლენები, თავად გიამბობთ.

- მე და მამუკა ნაძალადევად დავქორწინდით. მე გათხოვება არ მინდოდა, ჩემს მეგობარს დაქორწინება, მაგრამ ოჯახის წევრებმა რომ გაიგეს მასთან ღამეებს ვატარებდი, გასაქანი აღარ მომცეს. ხომ იცით, რაც უნდა დავიჩემოთ ევროპელობა, მშობლების თაობას ქორწინების გარეშე მამაკაცთან ურთიერთობა მაინც წარმოუდგენლად ეჩვენება. ჩემმა ძმამ მამუკა ნახა და "მოელაპარაკა", შენი გაფუჭებული საქმე თავად გამოასწორეო. მეგონა, მასთან საუბრის შემდეგ მამუკა საქართველოდან გადაიხვეწებოდა, მაგრამ ამ ამბავს ძალიან მშვიდად და თითქმის კმაყოფილი შეხვდა. საერთოდ უყვარდა სიახლეები, თუნდაც ეს იძულებითი ქორწინება ყოფილიყო. რადგან გაბრაზება ვერ შევამჩნიე, ჩემი რა მიდიოდა, რიტუალების სასახლეში თეთრი კაბით მისვლა არ გამჭირვებია და ვიქორწინეთ.

- ვინ იყო მამუკა, რას საქმიანობდა?

- თავისი ბიზნესი ჰქონდა. ორი რესტორანი გახსნა, ერთი ქალაქის ცენტრში, მეორეც ჩემს სახლთან ახლოს, დიღმის მასივში. მეც იქ გავიცანი. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, არც ქორწინებამდე და არც ოჯახის შექმნის შემდეგ. ერთ დღესაც, როდესა მეუღლის პიჯაკს ვწმენდდი, შიდა ჯიბეში ორი პირადობის დამადასტურებელი საბუთი ვიპოვე. ორივე მას ეკუთვნოდა, მაგრამ სხვადასხვა გვარ-სახელზე აეღო.

- არ შეგეშინდა?

- ქალებს უყვართ მამაკცები, რომლებსაც თავისი საიდუმლო აქვთ,Aამიტომ კითხვებით არ შემიწუხებია. ზოგადად ცოტა უცნაური ტიპი იყო, მაგრამ ძალიან მზრუნველი. სიურპრიზებზე გიჟდებოდა, ისეთ სასაწაულებს აკეთებდა ჩემთვის, გაოგნებული ვიყავი. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

- პრობლემები როდიდან დაიწყო?

- ერთ დღეს მამუკამ მითხრა, რომ საქმეზე საზღვარგარეთ წასვლა უწევდა და ორ კვირაში დაბრუნდებოდა. სხვა დროსაც გამგზავრებულა, მას ხომ თავისი ბიზნესი ჰქონდა. მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, მისი წასვლა ამიტომ გამიჭირდა, თუმცა მალე გავარკვიე, რომ ასაფორიაქებლად სხვა მიზეზიც მქონდა. სანამ მამუკა უკან ჩამოვიდოდა, ჩემს ბინაში ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მამუკას მეუღლედ გამეცნო.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს